ჩვენი სოფლის ექიმბაში ამბობს, რომ ღმერთმა დაგვიტოვა ეს საჩუქარი: კურნავს ღვიძლის დაავადებებს!
ყოველი ჩვენგანი ყოველდღე ჩაისუნთქავს ათასგვარი გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს, ჭამს ქიმიური დანამატებით კონსერვანტებით, ნიტრატებითა თუ საღებავებით — გაჯერებულ საკვებს, სვამს წამლებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწევა სიგარეტს, მეტ-ნაკლები სიხშირითა და რაოდენობით იღებს ალკოჰოლს, ეს ყოველივე კი ტოქსინებისა და წიდის წყაროა, რომლებიც დღიდან დღემდე ზღვა რაოდე- ნობით ხვდება ჩვენს სისხლში.
ღვიძლი, ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო, ორგანიზმის ერთგვარ ფილტრს წარმოადგენს. სწორედ აქ მიმდინარეობს ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფა, რომლებიც ღვიძლში სისხლის მეშვეობით ხვდება. ღვიძლი ორგანიზმში მოცირკულირე მთელ სისხლს დღე-ღამეში 400-ჯერ წმენდს. ამ ორგანოში წუთში 20 მი- ლიონამდე ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. ადვილი მისახვედრია, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ღვიძლის სიჯანსაღეს.
ღვიძლის გადიდება ღვიძლის დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს: ღვიძლის უჯრედების — ჰეპატოციტების — დისტროფია, ღვიძლში ფიბროზული უბნების გაჩენა; გულის უკმარისობისა და სხვა დაავადებების დროს ღვიძლში სისხლის შეგუბება; ღვიძლის კეროვანი დაზიანება სიმსივნის, კისტის, აბსცესის დროს.
გადიდებული ღვიძლი შეიძლება მუცლის დათვალიერების დროსაც შევამჩნიოთ. ის ხელითაც ისინჯება ექიმი პალპაციისას შეიგრძნობს გადიდებულ ღვიძლს, ადგენს, რამდენი სანტიმეტრით გამოდის იგი ნეკნთა რკალიდან და როგორია მისი კონსისტენცია. ღვიძლის გადიდებას ადასტურებს მუცლის ღრუს ექოსკოპია. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ცხიმოვანი ჰეპატოზი, შედარებით ნაკლებად — ციროზი, სიმსივნე, მეტასტაზები ღვიძლში. ძალზე გახშირდა C ჰეპატიტი.
მამაჩემი მთელი სიცოცხლე სოფლის მეურნეობას მისდევდა. ჰქონდა საკუთარი ვე- ნახი, ყოველ წელიწადს წურავდა ღვინოს და ბლომადაც სვამდა. როგორც ჩანს, ღვი- ძლმა დატვირთვას ვეღარ გაუძლო — რამდენიმე წლის წინათ ექიმებმა ქრონიკული ჰეპატიტისა და ციროზის დიაგნოზი დაუსვეს. ცხადია, დაუნიშნეს მკურნალობაც,რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ერთხანს სვა ექიმის გამოწერილი წამლები, მაგრამ მერე ვეღარ აუვიდა ხარჯს და თავი მიანება. გადავწყვიტეთ, გვეცადა შინაური საშუალება, რომელმაც მდგომარეობა საგრძნობლად მოუწესრიგა.
გთავაზობთ ამ რეცეპტს, იქნებ თქვენც გამოგადგეთ.
3 კგ ქერი გაარჩიეთ, გაასუფთავეთ, დაასხით 6 ლ წყალი და 2 საათი გააჩერეთ. შედგით ქურაზე და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, სანამ წყალი არ გამესამედდება ანუ 2 ლიტრამდე დავა. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და გადაწურეთ. გამოწურეთ ქერიც. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.