ნომერ 1 პროდუქტი გაჭედილი ცხვირის სამკურნალოდ!  ამის შემდეგ ყნოსვა მარტივად აღდგება!

602

ნომერ 1 პროდუქტი გაჭედილი ცხვირის სამკურნალოდ!  ამის შემდეგ ყნოსვა მარტივად აღდგება!

ყნოსვის დაქვეითება და დაკარგვა ხშირად შექცევადია. მიზეზის კვალობაზე, ანოს. მიამ, შესაძლოა, თავისთავადაც გაიაროს, მაგრამ უმეტესად ექიმის ჩაურევლად ყნოსვის აღდგენა შეუძლებელია, მით უმეტეს — ნევროლოგიური ხასიათის ანოსმიის დროს. დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულ დაწყებას.

როდესაც ყნოსვის დაკარგვა დიდხანს (წლების განმავლობაში) გრძელდება, რეცეპტორი შესაძლოა მოკვდეს, მისი დგენა კი შეუძლებელია. რესპირატორული ანოსმიისა და ჰიპოსმიის მკურნალობა მეტწილად ეფექტურია. ძირითადი დაავადებისგან განკურნების შემდეგ ყნოსვის ფუნქცია აღდგება. ალერგიისა და ვირუსის შემთხვევაში მკურნალობა სასუნთქი გზების გახსნისკენ არის მიმართული. ამისთვის ცხვირის სპეციალურ წვეთებსა და სასხურებლებს იყენებენ. მიმართავენ ინჰალაციასაც. ზოგჯერ ავადმყოფს ანტიბიოტიკებს, ანტიჰისტამინურ პრეპარატებსა და კორტიკოსტეროიდებს აძლევენ.

ცხვირის ძგიდის გამრუდება, პოლიპები და ადენოიდები ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. ნეიროსენსორული (ცენტრალური) ხასიათის ანოსმია ძნელი განსაკურნებელია. პროფილაქტიკა გაციების შემდეგ ყნოსვის შეგრძნება შესაძლოა ერთი-ორი დღით დაიკარგოს. ასეთი ანოსმია უმეტესად რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის.

გამოჯანსაღებისთვის აუცილებელია სიმშვიდე და სრულფასოვანი ძილი. სახიფათოა გაციების ფეხზე გადატანილმა მიშვებულმა გრიპმა შესაძლოა ნეიროსენსორული ხასიათის ანოსმია გამოიწვიოს, რომელიც ხშირად შეუქცევადია.

თუ ანოსმიას ან ჰიპოსმიას სურდოს (გაციებას, ალერგიას) უკავშირებთ, სასარგებლოა ზოგადგამაჯანსაღებელი ვარჯიში, ცხელი აბაზანა. ეს ოფლის მოდენაში დაგეხმარებათ, სასუნთქი გზები გაგეხსნებათ და ყნოსვის შეგრძნება გაგიუმჯობესდებათ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა გაარკვიოთ, ყნოსვის დაქვეითება ზემო სასუნთქი გზების ინფექციით ხომ არ არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა დაგჭირდებათ.

ახალგაზრდობაში ხშირად მემართებოდა ალერგიული რინიტი. მუდმივმა სურდომ და ცხვირის წვეთების გამოყენებამ ყნოსვის ზონა დამიზიანა. დიდი ძიების შემდეგ მივაგენი საშუალებებს, რომლებიც ყნოსვის აღდგენაში ძალიან დამეხმარა.

აი ჩემი რეცეპტი:

10 გ დინდგელი და 50 გ ნაღების კარაქი 2 საათით ჩადგით წყლის აბაზანაში, გაწურეთ, გააცივეთ, დაამზადეთ მისგან პატარა ოვალური ფორმის სანთლები და დილა-საღამოს ნახევარ-ნახევარი საათით ტამპონებივით ჩაიდეთ ცხვირში. სასარგებლოა დღეში 5-6-ჯერ 5 წუთით მიხაკ-დარიჩინის ღეჭვაც.

გაფრთხილებთ: საგულდაგულოდ უნდა დაღეჭოთ, მაგრამ არ გადაყლაპოთ. თუ ნებისყოფა გეყოფათ და ამას რეგულარულად გააკეთებთ, ჯერ მკვეთრ არომატს შეიგრძნობთ, მერე კი ყნოსვა თანდათანობით აღდგება

frenis kompensacia
frenis kompensacia