ის რასაც გეტყვით ვაშლის ძმარზე!! აი რა სარგებელს მოუტანს თქვენს ჯანმრთელობას თუ თქვენი საკვები რაციონის ნაწილი გახდება!!!

251

ის რასაც გეტყვით ვაშლის ძმარზე!! აი რა სარგებელს მოუტანს თქვენს ჯანმრთელობას თუ თქვენი საკვები რაციონის ნაწილი გახდება!!!

80 წლის ქალი ვარ და შემიძლია ვთქვა, სიბერეში გამოვჯანმრთელდი, რასაც ვაშლის ძმარს უნდა ვუმადლოდე. არადა, 10 წლის წინათ უამრავი დაავადება მაწუხებდა (რევმატიზმი, კოლიტი, ვენების გაგანიერება). ვაშლის ძმრის მიღების დაწყებიდან კუჭის მუშაობა თანდათანობით მომიწესრიგდა, ფეხებს ვიზელდი ამ ძმრით, ვენები უკვე აღარ მაწუხებს. ყოველ დილით ვიღებ თაფლიან წყალში გაზავებულ 1 ს/კ ვაშლის ძმარს. ძმრის მომზადებას არავის ვანდობ და თვითონ ვამზადებ.

მინდა ეს რეცეპტიც გასწავლოთ:

გარეცხეთ ვაშლი, მოაშორეთ დამპალი, ჭიანი, გაშავებული ადგილები, გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გადაიტანეთ მინის ქილაში, დაასხით თბილი წყალი (1კგ გახეხილ ვაშლს 1 ლ წყალი), ყოველ ლიტრზე დაამატეთ 100 გ თაფლი ან შაქარი, 10 გ საფუარი და 20 გ მშრალი შავი პური. დადგით თავღია ჭურჭლით ბნელ ოთახში 20-30 გრადუსზე და ყოველდღე 2-3-ჯერ მოურიეთ ხის კოვზით.

10 დღის შემდეგ გაწურეთ დოლბანდში და ფართოპირიან ჭურჭელში ჩაასხით. ყოველ ლიტრზე დაამატეთ 50-100 გ თაფლი ან შაქარი, აურიეთ. ჭურჭელს დააფარეთ დოლბანდი და შეინახეთ სითბოში, რათა დუღილი განაგრძოს, როცა დუღილი შეწყდება, ძმარიც მზად იქნება. ამას დაახლოებით 40-50 დღე სჭირდება. გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ გრილ ადგილას.

ექიმის კომენტარი: ვაშლის ძმარი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც აუცილებელია უჯრედების ცხოველმყოფელობისათვის. ამას გარდა, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში.

უნდა გაგაფრთხილოთ, ძმრის მჟავამ, თუ არასწორად გამოიყენებთ, შეიძლება წყლულოვანი კოლიტი და ღვიძლის ციროზი გამოიწვიოს. ყოველდღიურად უზმოზე მხოლოდ 1 ჩ/კ ვაშლის ძმრის მიღება შეიძლება და თანაც არა სუფთა, არამედ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის თაფლიან წყალში გახსნილი- სა (1ჩ/კ თაფლი ჭიქა წყალზე).

დაღლილობის მოსახსნელად 2 ს/კ ვაშლის ძმარი 250 გ წყალში გახსენით ხსნარით ტანი დაიზილეთ. და თუ ფეხებში სიმძიმის შეგრძნება გაწუხებთ, გაუზავებელი ვაშლის ძმრით დაიზილეთ. ვაშლის ძმრის დალევის შემდეგ პირში წყლის გამოვლება არ დაგავიწყდეთ, რადგან მჟავა კბილის მინანქარს აზიანებს. ვაშლის ძმარი სოკოსა და ანთების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაცაა, ხოლო თუ დაბანის შემდეგ მის წყალხსნარს თმაზე გადაივლებთ, ის ბზინვარებას შეიძენს

 

frenis kompensacia
frenis kompensacia