როგორ შევაჩეროთ დაავადებები ასაკის მატებასთან ერთად?! ეს ყველამ უნდა იცოდეს!

349

როგორ შევაჩეროთ დაავადებები ასაკის მატებასთან ერთად?! ეს ყველამ უნდა იცოდეს!

მას შემდეგ, რაც არაერთმა დაავადებამ შემაწუხა, უფრო ყურადღებიანი გავხდი საკუთარი ჯანმრთელობისადმი. ვცდილობ, ხელი შევუწყო ორგანიზმს რომ სწორად იფუნქციონიროს და ხელი შევუყო მის ჯანმრთელობას.

აღმოვაჩინე, რომ გარემოს ტემპერატურისა და წნევის მკვეთრი ცვლილება საგრძნობლად მიუარესებს მდგომარეობას: მეწყება თავის და სახსრების ტკივილი, მატულობს წნევა, მიუარესდება კუჭ-ნაწლავის მოქმედება.

მე მივაგენი ხალხურ რეცეპტს, რომელიც დამეხმარა ამ პრობლემასთან გამკლავებაში!

აი რეცეპტის შემადგენლობა და მომზადების წესი:

კულმუხოს ნაყენი უებარი წამალია მეტეომგრძნობელობის სამკურნალოდ — ეხმარება სისხლძარღვებს გახდეს უფრო ელასტიკური და სწრაფად მოახდინოს რეაგირება ამინდის ცვლილებაზე.

ნაყენი ასე მზადდება:

  1. 1,5 ს.კ კულმუხოს ფესვს დაასხით 0,5 ლ არაყი,
  2. დადგით ბნელ ადგილას 1 კვირით,
  3. დროის გასვლის შემდეგ კი გადაწურეთ.

მიიღეთ თითო ჩ.კ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. ამინდის მკვეთრი ცვალებადობის პერიოდში ქრონიკული დაავადებების (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების) მქონე ყველა ადამიანს ვურჩევ, 2-3 კვირის განმავლობაში სვას ეს ნაყენი.

კულმუხო

კულმუხო შეიცავს ალკალოიდებს, პოლისაქარიდებს, ინსულინს და ფსევდოინსულინს. მისი ფესვები მდიდარია ეთერზეთებით, ვიტამინებით, პიგმენტებითა და ლორწოთი.

კულმუხო გვხვდება თირკმელების დაავადების სამკურნალო წამლების შემადგენლობაში. გარდა ამისა, იყენებდნენ უნებლიე შარდვის სამკურნალოდ და ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლადაც იხმარებოდა.

თანამედროვე მედიცინაში კულმუხოს ფესურა იხმარება, როგორც ამოსახველებელი საშუალება ფილტვების სხვადასხვა დაავადების დროს. ის აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, არის შარდმდენი, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტიმიკრობული მოქმედება, ამცირებს ნაწლავის მოტორულ და სეკრეტორულ აქტიურობას, აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა წყლულის შეხორცებას.

რაც შეეხება მეტეომგრძნობელობის მკურნალობას, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დადებით ეფექტს მცენარის მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედება იძლევა.

Facebook კომენტარები