აი რა უნდა მოამზადოთ როცა ქოლესტერინი მაღლა იწევს! ეს რეცეპტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!
საინტერესოა, როგორ კონტროლდება სისხლში ქოლესტერინის შემცველობა?!
ჩვენი ორგანიზმი ქოლესტერინს ორი გზით იღებს — საკვებითა და თვით ორგანიზმშივე სინთეზით. ქოლესტერინით მდიდარია მრავალი ცხოველური პროდუქტი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის ის ცხოველურ ცხიმში, მაგ: კვერცხში და ღვიძლში. საკვებთან ერთად ნაწლავში მოხვედრისას ქოლესტერინი შეიწოვება ქილომიკრონების შემადგენლობაში და ჩვენი ორგანიზმის ყველა ორგანოში ხვდება, სადაც ზრდისა და ორგანული ნივთიერებების სინთეზისთვის გამოიყენება. ქოლესტერინის უმთავრესი ნაწილი კი გროვდება ღვიძლში, სადაც მისგან ნაღვლის მჟავები სინთეზდება.
ორგანიზმში ინტენსიურად მაშინ მიმდინარეობს, როცა ორგანიზმს საკვებით მიღებულზე მეტი ქოლესტერინი სჭირდება. ჩვენი ორგანიზმი არა მარტო აგროვებს, არამედ კარგავს კიდეც ქოლესტერინს. ქოლესტერინის ძირითადი მასა იკარგება განავალთან ერთად გამოყოფილი ნაღვლის მჟავებით, ნაწილი კი კანის ზედაპირული შრისა და ნაწლავის ლორწოვანის ჩამოფცქვნის შედეგად.
ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინის სინთეზის დაკარგვა გაწონასწორებულია და ქოლესტერინის შემცველობაც განსაზღვრულ ფარგლებში მერყეობს. ჰიპერქოლესტერინემია სისხლში ქოლესტერინის შემცველობის მომატება ათეროსკლეროზის აღმოცენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის შემცველობის მომატება. თანამედროვე შეხედულებების თანახმად, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის შემცველობის დაქვეითება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის უმნიშვნელოვანესი პირობაა.
ამ ღონისძიებების წყალობით შესაძლებელია:
- ახალი ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებისა და არსებულთა პროგრესირების შეფერხება;
- არტერიების შემდგომი შევიწროების შეფერხება;
ადამიანისთვის ყველაზე საშიშია ისეთი სიბერე, ნაადრევად რომ დააუძლურებს და სიცოცხლის ხალისს დაუკარგავს. ბევრი სამედიცინო წიგნი წამიკითხავს ამ თემაზე და დავასკვენი, რომ ორგანიზმის დაბერების საფუძველს ქოლესტერინის სიჭარბე და ათეროსკლეროზი წარმოადგენს. წლების განმავლობაში ვეძებდი რეცეპტს, რომელიც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის გამომადგებოდა.
ამ რეცეპტით მომზადებული ნაყენის მიღების შემდეგ ვიგრძენი, რომ ორგანიზმი მძიმე ტვირთისგან გამითავისუფლდა, მომეხსნა სისუსტე, მომიწესრიგდა წნევა, გამიუმჯობესდა გულის მუშაობა.
დაგჭირდებათ:
- 100-100 გრ გვირილა
- კრაზანა
- ნეგო
- არყის ხის კვირტები
-ამ საშუალებებს შეიძენთ აფთიაქში
როგორ მოვამზადოთ?
- დაფქვით ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და აურიეთ ერთმანეთში,
- გადაიტანეთ მინის ქილაში და დაახურეთ თავი.
- საღამოს 1 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი.
- გააჩერეთ 20 წუთით და შემდეგ გაფილტრეთ.
- 1 ჭიქა გამონაწურში აურიეთ 1 ჩ.კ თაფლი და ძილის წინ დალიეთ.
- დილით დარჩენილი სითხე ორთქლზე შეათბეთ, შეურიეთ 1 ჩ.კ თაფლი და მიიღეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, სანამ ნარევი არ გამოგელევათ. ნაყენი ასუფთავებს და ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვთა კედლებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
ეფექტიანია ორგანიზმის დასუსტების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ქოლესტერინისგან ორგანიზმის გაწმენდის, ათეროსკლეროზისა და წნევის პროფილაქტიკის მიზნით.
მკურნალობის კურსი უნდა გაიმეოროთ 2-3 წელიწადში ერთხელ.