აი როგორ უნდა უმკურნალოთ ანემიას მარტივად და ეფექტურად!

990

აი როგორ უნდა უმკურნალოთ ანემიას მარტივად და ეფექტურად!

რა არის ანემია?

სისხლი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ცირკულირებს, პლაზმისა და სამი ტიპის უჯრედებისგან შედგება. ეს უჯრედებია ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები. სწორედ ერითროციტები აწვდიან ჟანგბადს მთელ ორგანიზმს, მის ქსოვილებსა და ორგანოებს.

ჟანგბადით მდიდარ სისხლს შეუძლია ორგანიზმი ენერგიით უზრუნველყოს და კანს ნორმალური, ჯანმრთელი ფერი მიანიჭოს. ჟანგბადის გადატანას კი ერითროციტები მასში არსებული პიგმენტის — ჰემოგლობინის მეშვეობით ახერხებენ.

ანემია ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში არ არის საკმაო ოდენობის ჰემოგლობინი და ერითროციტები, რის გამოც ქსოვილებს სათანადო ოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება. სადღეისოდ ანემიის მრავალი სახეობაა ცნობილი. თითოეული მათგანი განსაზღვრულ ფაქტორს უკავშირდება.

ანემიის ნიშნები:

ანემიის სხვადასხვა ტიპს რიგი საერთო კლინიკური ნიშანი აქვს:

  • სისუსტე
  • კანის სიმშრალე
  • გულის ფრიალი
  • ქოშინი
  • გულმკერდის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • მეხსიერების დაქვეითება
  • კიდურების გაცივება
  • თავის ტკივილი.

თუმცა ეს სიმპტომები მოგვიანებით ხდება თვალსაჩინო, განსაზღვრულ ეტაპამდე კი დაავადება შეუმჩნევლად მიმდინარეობს და მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზით ვლინდება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი პერიოდულად სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ანემიის მაღალი რისკი აქვს.

ასეთ დროს ხალხურ მედიცინაში ყველაზე ხშირად გამოიყენება სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის წვენების ნარევი.

  1. 1/4 ჩ.ჭ ჭარხლის წვენი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში,
  2. დაუმატეთ ნახევარი ჩ.ჭ ახალგამოწურული სტაფილოს წვენი და 1/4 ჩ.ჭ 50 გრადუსამდე შემთბარი ნაღები.
  3. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიირთვით.

ეს ნარევი უნდა მიიღოთ დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სვით ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ შეიმოწმეთ ჰემოგლობინი.

ასეთი ნარევი არ აღიზიანებს კუჭს, მატებს ორგანიზმს ძალას, აუმჯობესებს მხედველობას და ამ ყველაფერთან ერთად, გამოირჩევა არაჩვეულებრივი გემოვნური თვისებებით.

კურსის ჩატარება უმჯობესია შემოდგომაზე, როცა ბოსტნეული სავსეა ვიტამინებით (თუმცა ასევე წლის ნებისმიერ დროსაც შეგიძლიათ).

მე ორი კურსი ჩავიტარე, შემოდგომობით. მას შემდეგ ჰემოგლობინი ნორმაში მაქვს და თავსაც ბევრად უკეთესად ვგრძნობ.

გისურვებთ ჯანმრთელობას !

Facebook კომენტარები