მე ვმკურნალობ კატარაქტას ხალხური, მეტად ეფექტური საშუალებებით! ეს ნამდვილად ამართლებს!
კატარაქტა თვალის ბროლის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევა და მისი გამჭვირვალობის დაკარგვაა. კატარაქტის დროს ბროლი მონაცრისფრო, მონაცრისფრო-თეთრი ან რძისფერი ხდება. რამდენიმე წლის წინათ მას უმთავრესად ხანდაზმულთა პათოლოგიად მიიჩნევდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ოფთალმოლოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ასე აღარ არის, 35-40 წლის ადამიანებს შორის დაავადების შემთხვევები უფრო და უფრო ხშირია.
შეძენილი კატარაქტას მიზეზები:
- ასაკობრივი (მოხუცებულთა) კატარაქტა;
- ტრავმული — გამოწვეული როგორც კონტუზიით, ისე თვალის კაკლის პირდაპირი დაზიანებით;
- გართულებული — თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთების, გლაუკომის, ბადურას პიგმენტური გადაგვარებისა და თვალის ზოგიერთი დაავადების შედეგად განვითარებული;
- სხივური ენერგიით (ინფრაწითელი, რენტგენისა და რადიაციული გამოსხივებით) ბროლის დაზიანების შედეგი (ეს ძირითადად პროფესიული დაავადებაა);
კატარაქტას სამკურნალო ნაყენის მომზადება:
ნაყენის მოსამზადებლად 1/2 ჭ ჭინჭრის ფოთლებსა და 1 ჩ/კ შროშანის ყვავილებს უნდა დაასხათ 1 ჭ ცხელი წყალი. დადგით 8-9 საათი ბნელ ადგილას და ამ ნაყენით გამოიბანეთ თვალები დღეში 2-3-ჯერ, ანდა უმჯობესია გაიკეთოთ საფენები ამ ნაყენში დასველებული დოლბანდით 2-ჯერ დღეში.
რაც შეეხება მარილიან გამორეცხვებს:
მარილიანი წყლით თვალებს კი არ ირეცხავთ, არამედ ცხვირის ღრუს და ეს ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ თვალებზე. გამორეცხვისთვის წყალი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ (0,5 ლ 37 გრადუსამდე შემთბარ წყალში უნდა გახსნათ 1 ჩ/კ მარილი), ანდა შეგიძლიათ აფთიაქში იყიდოთ „ფიზიოლოგიური ხსნარი“.
გამოსარეცხი სითხე ჩაასხით ჩაიდანში. ჩაიდანს ცხვირზე წამოაცვით ბავშვის რეზინის საწოვარა, რომელიც წინასწარ ნემსით უნდა დაჩხვლიტოთ. წყალი რიგრიგობით უნდა შეისხათ ორივე ნესტოში. როცა მარცხენა ნესტოს ირეცხავთ, თავი მარჯვნივ უნდა გადასწიოთ - მარცხენა ნესტოში შესული წყალი მარჯვნიდან გადმოიღვრება ისე, რომ პირში არ გადავა. შემდეგ პროცედურა უნდა გაიმეოროთ მეორე მხარეს. გამორეცხვისას პირით უნდა ისუნთქოთ.
ეს პროცედურა არც ისე უსიამოვნოა, როგორც ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, შედეგი კი მართლაც კარგია, ამიტომ გირჩევთ, აითვისოთ მისი ტექნიკა. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ჩაიტარეთ ორი პროცედურა.