პოდაგრით დაავადებულთათვის აუცილებელია ორგანიზმის პერიოდული გაწმენდა! ხალხური მეთოდი, რომელიც ყველაზე ეფექტურია!

148

პოდაგრით დაავადებულთათვის აუცილებელია ორგანიზმის პერიოდული გაწმენდა! ხალხური მეთოდი, რომელიც ყველაზე ეფექტურია!

პოდაგრით დაავადებულთათვის აუცილებელია ორგანიზმის პერიოდული გაწმენდა, რადგან პოდაგრის დროს ორგანიზმში გროვდება შარდმჟავა მარილები. ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილების გამოსაძევებლად კარგია ლიმონი. ეს მარტივი მეთოდი არც მკაცრ დიეტას მოითხოვს და არც ცხოვრების წესის შეცვლას.

ორგანიზმის გაწმენდისას მენიუდან უნდა გამოირიცხოს:

  • ხორცი
  • კვერცხი
  • სოკო
  • ჩაი
  • ყავა
  • კაკაო
  • სპირტიანი სასმელები.

გამოიყენება მხოლოდ ახალი ლიმონის წვენი. სასურველია, ლიმონი თხელკანიანი იყოს.

პროცედურა ასეთია: 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალში ჩაჭერით ერთი ცალი ლიმონი, გააჩერეთ 2 საათს. ეს ნაყენი (ლიმონიც და წვენიც) დილით, უზმოზე მიირთვით. თუ კუჭ-ნაწლავი არ გაწუხებთ, შეგიძლიათ, დღეში 2-3 - ჯერაც მიიღოთ.

ლიმონიანმა წყალმა კბილები რომ არ დაგიზიანოთ, მისი დალევის შემდეგ პირში გამოივლეთ სოდის წყალხსნარი — 1 ჩ/კ 1 ჭიქა წყალზე.

მკურნალობის კურსი 10 დღეა.

მისი შედეგი კი ასეთი გახლავთ:

ლიმონის წვენი ათხელებს და ორგანიზმიდან გამოაძევებს ლორწოს, რომელიც ბრონქიტს, გრიპს, ფილტვების ანთებას იწვევს. გარდა ამისა, კურნავს რევმატიზმს, სახსრებიდან, ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან გამოაქვს მარილები, აძლიერებს იმუნიტეტს, ამკვრივებს და ამაგრებს სისხლძარღვებს, გამორეცხავს პოდაგრულ ნალექებს.

ორგანიზმის გასაწმენდად კარგია ბრინჯიც. მუქი ფერის, გაუცეხვავი 2 ს/კ ბრინჯი გარეცხეთ და დაალბეთ 1 ჩ/ჭ წყალში. მეორე დღეს წყალი გადაღვარეთ, დაასხით ახალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და მოხარშეთ. მიირთვით უცხიმოდ და უმარილოდ. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ ორი კვირა უნდა შეისვენოთ და შემდეგ კურსი გაიმეოროთ.

მკურნალობის შედეგად გაგეწმინდებათ საშარდე სისტემა, სახსრებიდან გამოიდევნება დალექილი მარილები, ორგანიზმში არსებული ტოქსინები, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, რეგულირდება წონა, ცხრება შეშუპება, უმჯობესდება თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობა.

ლიმონში უხვადაა ორგანული მჟავა — ლიმონმჟავა. ის შედის რეაქციაში მარილებთან და ზოგიერთ მათგანს შლის. თუმცა, მჟავის ჭარბად მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებს. ბრინჯს გააჩნია მარილების ინტენსიურად შეწოვის უნარი და სწორედ ამ თვისების გამო გამოიყენება ორგანიზმის გასაწმენდად.

frenis kompensacia
frenis kompensacia