პოლიპების და შეხორცებპოლიპების და შეხორცებების სამკურნალო რეცეპტი, რომელიც საკამოდ ეფექტური აღმოჩნდა!ების სამკურნალო რეცეპტი მასწავლა ერთმა ქალბატონმა, რომელსაც კუჭში ჰქონია პოლიპები! გასაოცარია, ნეტავ აქამდე მცოდნოდა!

207

პოლიპების და შეხორცებების სამკურნალო რეცეპტი, რომელიც საკამოდ ეფექტური აღმოჩნდა!

პოლიპები — უცხონი ჩვენს სხეულში გარეგნულად ყვავილოვანი კომბოსტოს თავებს ან ყურძნის მტევნებს ჰგვანან, სოკოებივით იზრდებიან და განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ. უცხოპლანეტელებივით ჯერ ერთ ადგილზე ინერგებიან, იზრდებიან ლორწოვან გარსში, მერე კი ხელსაყრელ მომენტს ელიან, რათა ახალ-ახალი ტერიტორიები დაიპყრონ. ხან ერთეულ წარმონაქმნებად იზრდებიან, ხან კი კოლონიებად. მათი საყვარელი ადგილებია: ყელი, ყური, ცხვირი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, სასქესო ორგანოები.

ყელში პოლიპები ძალზე იშვიათად ჩნდებიან, ჩვეულებრივ, ქრონიკული ფარინგიტის, ლარინგიტისა და ტონზილიტის ფონზე. ლოკალიზდებიან სახმო იოგებზე ან სახმო ნაპრალის ზევით. მოზრდილები ხმის ჩახლეჩას, გაუხეშებას და სუნთქვის გაძნელებას იწვევენ, რადგან კეტავენ სახმო ნაპრალს. მათ ძირითად სამიზნეს ლექტორები, მომღერლები და სხვა ის ადამიანები წარმოადგენენ, რომელთა პროფესიაც ხმის დაძაბვას უკავშირდება.  პოლიპებს ადგილობრივი ანესთეზიის თანხლებით ლაზერით აცილებენ. ოპერაციის შემდგომ აუცილებელია ქრონიკული ინფექციის კერის აღმოფხვრაც.

ყურში პოლიპები ქრონიკული ოტიტისა და მისი გამწვავების ფონზე ჩნდება. იზრდება დაფის აპკის ლორწოვანზე და ვლინდება სმენის მკვეთრი დაქვეითებით, ყურში ხმაურით. მკურნალობა პოლიპის ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ მოცილებას ითვალისწინებს.

პოლიპების, კისტებისა და შეხორცებების სამკურნალო რეცეპტი მასწავლა ერთმა ქალბატონმა, რომელსაც კუჭში ჰქონია პოლიპები. მან ორი ბოთლი წამლის მიღების შემდეგ განმეორებით ჩაიტარა გამოკვლევა. პოლიპები უკვალოდ გამქრალიყო.

ცოტა ხნის წინათ ვასწავლე რეცეპტი ნაცნობს, რომელსაც საკვერცხის კისტა ჰქონდა. სრული კურსის ჩატარების შემდეგ მასაც გაუქრა კისტა.

რეცეპტი კი ასეთია:

თითო ს/კ აბზინდას, არყის ხის კვირტებს, წვრილად დაკეპილ 1 საშუალო ზომის ალოეს ფოთოლს, მწარე წითელი წიწაკის ოცთეთრიანის ზომის კანის ნაჭერს დაასხით 0,5 ლ არაყი, 10 დღე დააყოვნეთ, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ნაყენი მიღებისას უნდა გახსნათ მცირე რაოდენობის წყალში (1 ს/კ ნაყენი 3 ს/კ წყალზე). ერთი კურსი წამლის 2 ბოთლია. წიწაკა ამ რეცეპტის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. უმისოდ წამალს შედეგი არ ექნება.

Facebook კომენტარები