ყველამ ვიცით რომ სტაფილო ძალიან ჯანსაღი საკვებია, ის განსაკუთრებით სასარგებლოა თვალების, კბილების, კანის და საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ამ სასარგებლო თვისებების გამო სტაფილოს წვენს უამრავ თერაპიაში იყენებენ.
სტაფილოს სასარგებლო თვისებები:
მდიდარია A ვიტამინით
ზოგადად ბოსტნეული მდიდარია ამ ვიტამინით. 200 გრამ სტაფილოს წვენს შეუძლია ვიტამინების დღიური ნორმის 80% მოგცეს. მისი რეგულარული მოხმარება გაგიუმჯობესებთ მხედველობას და დაეხმარება ორგანიზში არსებულ ქსოვილებს.
ვიტამინი C
სტაფილოს წვენი C ვიტამინითაც მდიდარია. 200 გრამი სტაფილოს წვენის დალევით თქვენ მიიღებთ C ვიტამინის დღიური ნორმის 35 %-ს. ეს დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ კანის, კბილების, ძვლების მდგომარეობა. თუ თქვენს სტაფილოს წვენს კენკრას, ლიმონს ან ფორთოხალს დაუმატებთ, საუკეთესო C ვიტამინით სავსე ელექსირს მიიღებთ.
მდიდარია კალიუმით
სტაფილოს წვენი მდიდარია კალიუმით, რომელიც მნიშვნელოვანია უჯრედებსა და ქსოვილებში ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსისირებისთვის. თუ თქვენს ორგანიზმში კალიუმის საჭირო რაოდენობა იქნება, შეძლებთ თავიდან აიცილოთ კუნთების დაჭიმულობა, სპაზმები, აკნე და მშრალი კანის პრობლემები. 200 გრამი სტაფილოს წვენით თქვენ მიიღებთ კალიუმის დღიური ნორმის 10 %-ს.
დაბალი კალორიულობა
თუ წონას აკონტროლებთ, მაშინ სტაფილოს წვენი თქვენთვისაა. 200 გრამი სტაფილოს წვენი მხოლოდ 80 კალორიას შეიცავს.
გაითვალისწინეთ სტაფილოს ეს სასარგებლო თვისებები და დაიწყეთ დღე სწორედ სტაფილოს წვენით.