ამ ნიღბის მეშვეობით დაიბრუნებთ ახალგაზრდულ კანს. იგი აღიავებს მუქ ადგილებს და კვებავს კანს! 

1308

ამ ნიღბის მეშვეობით დაიბრუნებთ ახალგაზრდულ კანს. იგი აღიავებს მუქ ადგილებს და კვებავს კანს! 

ზედაპირული (ეპიდერმული) ნაოჭი ეხება კანის ზედაპირულ შრეს - ეპიდერმისს. ამ წვრილ ნაოჭებს, რიგ შემთხვევაში, “ბადის” შესახედაობა აქვს. ხშირად ზედაპირული ნაოჭების წარმოქმნის მიზეზი კანის გაუწყლოებაა, მის გაჩენას განაპირობებს ეპიდერმისის რქოვანა შრის გასქელებაც, რომელიც გამოწვეულია რქოვანა გარსის უჯრედთა განახლების პროცესის შენელებით.

დინამიკური ნაოჭები ჩნდება მიმიკური კუნთების რეგულარული შეკუმშვის შედეგად. მათ “მიმიკურ” ნაოჭებსაც უწოდებენ. იმ უბნებში, სადაც კუნთების მომატებული მოძრაობაა, მიმიკური აქტივობისას წარმოქმნილი კანის ნაკეცები სრულად ვეღარ სწორდება და უკვე 20 წლის ასაკისთვის წარმოიქმნება დინამიკური ნაოჭები. ყველაზე ხშირად პირველი მიმიკური ნაოჭები შუბლზე ჩნდება, მოგვიანებით - თვალის გარეთა კუთხეებში. დაახლოებით 30 წლის ასაკისთვის ფორმირდება ნაოჭები ზედა ქუთუთოებზეც.

სტატიკური ნაოჭები (ასაკობრივი, გრავიტაციული), როგორც წესი, 40 წლის ასაკისთვის ჩნდება. დინამიკურისგან განსხვავებით, სტატიკური ნაოჭები აღმოცენდება მიმიკური ნაოჭების მუშაობის მიუხედავად. მათი გაჩენა განპირობებულია კანის დაბერების როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური პროცესით (მოწევით, ულტრაიისფერი სხივებითა და გარემოს სხვა უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული). კანის დაბერებისას მასში ნელდება სისხლის მიმოქცევა, მცირდება კოლაგენის, ელასტინის, ჰიალურონის მჟავას შემცველობა, რაც აქვეითებს კანის ელასტიკურობას და ადუნებს მას.

ამ საოცარ ნიღაბს ასევე აქვს კარგი ლიფტინგის ეფექტი

  • კვერცხის გული ხელს უწყობს წვრილი ნაოჭების აღმოფხვრას, კვებავს მშრალ კანს და აშრობს ცხიმიან კანს.
  • თაფლი ხდის კანს გლუვს და იცავს მას გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისგან.
  • ლიმონი ატონიზირებს და ათეთრებს კანს. მათ ვისაც მშრალი და პრობლემური კანი გაქვთ სიფრთხილით მოეკიდეთ ლიმონს. ლიმონს შეუძლია გააუარესოს პრობლემა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რეგულარული გამოყენება აუცილებელია კარგი შედეგის მისაღწევად.

რეცეპტი:

  • კვერცხის გული 1ც;
  • ლიმონის წვენი 3 წვეთი;
  • თაფლი 1 ს.კ.

აურიეთ ყველა ინგრედინტი, დაიტანეთ მთლიან სახეზე ფუნჯის დახმარებით, გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში 3-ჯერ.

გამოიყენეთ ეს რეცეპტი და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები! 

frenis kompensacia
frenis kompensacia