დაივიწყეთ ქერტლის არსებობა! – ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი ქერტლის მოსაცილებლად!

230

დაივიწყეთ ქერტლის არსებობა! – ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი ქერტლის მოსაცილებლად!

ქერტლი ულამაზო, არაესთეტიკური და არაჯანსაღია. დღეს ეს პრობლემა ყოველ მესამე ადამიანს აწუხებს. ზოგისთვის მასთან ბრძოლა ყოველდღიური რუტინაა, ზოგი უფრო კარდინალურ მეთოდებს ეძებს…

ქერტლი თან ახლავს კანის არაერთ დაავადებას და მათი ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია.

ყველაზე ხშირად ქერტლს იწვევს:

  • სებორეული დერმატიტი;
  • თავის თმიანი არის ფსორიაზი;
  • თავის თმიანი არის მიკოზი (სოკოვანი ინფექცია).

მიკოზი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც, გამომწვევის შესაბამისად, სხვადასხვა კლინიკური ნიშნებით ვლინდება. სოკოვანი ინფექციით გამოწვეულ გამონაყარს ხშირად თან ახლავს ქერცლი და ქერქები. მის დიაგნოზს სვამს დერმატოლოგი თავის  დათვალიერებისას.

ზოგჯერ მიზანშეწონილია კერიდან აღებული მასალის მიკროსკოპირება სოკო-პარაზიტის გამოსავლენად. მკურნალობა მოიცავს როგორც სისტემურ (დასალევ), ისე ადგილობრივ ანტიმიკოზურ საშუალებებს:

შამპუნებს, ლოსიონებს, კრემებს, რომლებსაც ექიმი ინდივიდუალურად, კლინიკური სურათის გათვალისწინებით არჩევს. მიკოზისგან თავის დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირად ჰიგიენას. არ შეიძლება სხვისი სავარცხლის, პირსახოცის, პირადი ნივთების გამოყენება.

სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს სილამაზის სალონებში მაკრატლებისა და სავარცხლების დეზინფექციას, აგრეთვე დასნებოვნებული ადამიანის დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ფსორიაზი ორივე სქესისა და ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან გვხვდება. მისთვის დამახასიათებელია ფსორიაზული პაპულებისა და ბალთების გაჩენა, რომლებიც უმეტესად მოვერცხლისფრო ქერცლითაა დაფარული. შესაძლოა, პროცესს თან ახლდეს ქავილი. ხშირად ასეთ პაციენტებს აწუხებთ ინტენსიური ქერტლიც.

ორსულობის დროს თმა ისე გამითხელდა, რომ თავზე მელოტი ადგილებიც კი გამიჩნდა. ამას დაერთო ქერტლიც, რომელიც მანამდე არ მქონდა. დახმარებისთვის ბუნებას მივმართე. ამ რეცეპტებს გიგზავნით მათთვის, ვინც თმის ცვენას და ქერტლს უჩივის.

ქერტლი რომ მოიცილოთ და თმის ცვენა შეგიჩერდეთ, კვირაში 1-2-ჯერ თმის ძირებში შეიზილეთ 2-3 ს/კ ახალგამოწურული ხახვის წვენი. შემოიხვიეთ პირსახოცი და 1 საათის შემდეგ (თუ ცხიმიანი თმა გაქვთ — 2-3 საათის შემდეგ) თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.

თმის ცვენას აჩერებს შემდეგი ნარევიც:

წვრილად გახეხილ 4 წილ ხახვის ფაფას შეურიეთ 1 წილი თაფლი, შეიზილეთ თმის ძირებში და 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უსაპნოდ. პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ რეგულარულად.

ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში ხახვის ფურცელი, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ ნახარშს 2ჩ/კ გლიცერინი და 2-3 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად შეიზილეთ თმის ძირებში.

Facebook კომენტარები