ხალხური შეუდარებელი რეცეპტები იმუნიტეტის გასაძლიერებლად! ეს საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა!

622

ხალხური შეუდარებელი რეცეპტები იმუნიტეტის გასაძლიერებლად! ეს საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა!

ადამიანის იმუნური სისტემა ორგანოებისა და ქსოვილების ერთობლიობაა. განასხვავებენ იმუნური სისტემის ცენტრალურ ორგანოებს, რომლებშიც უშუალოდ მწიფდება ლიმფოციტები და იმუნური სისტემის პერიფერიულ ნაწილს ლიმფოციტების დეპოებს.

ცენტრალური ორგანოებია:

  • თიმუსი ანუ მკერდუკანა ჯირკვალი;
  • ძვლის ტვინი;

მუცლადყოფნის პერიოდში აღნიშნულ ფუნქციას ასრულებს ნაყოფის ღვიძლი.

პერიფერიული ორგანოებია:

  • ლიმფური კვანძები;
  • ელენთა;
  •  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლიმფური ფოლიკულები — ტონზილები, პეიერის ფოლაქები;

საკმაო ოდენობით არის დეპონირებული ლიმფოციტები წვრილი და მსხვილი ნაწლავის ეპითელიუმსა და სეროზულ შრეშიც. არის შემთხვევები, როდესაც იმუნური სისტემა ვეღარ მუშაობს როგორც ერთიანი, მწყობრი მექანიზმი. ასეთ დროს ამბობენ, რომ დაქვეითებულია ორგანიზმის იმუნური სტატუსი. უფრო მარტივად, ეს მდგომარეობა მოიხსენიება როგორც იმუნიტეტის დაქვეითება.

გარემოსადმი ინტერესის დაკარგვა, აპათიურობა, მოთენთილობა — იმუნიტეტის დაქვეითებას ყოველივე ეს ახასიათებს, მაგრამ ეს სიმპტომები მრავალი სხვა მიზეზითაც შეიძლება აიხსნას.

გაცილებით საყურადღებოა:

  • ხშირი გაციება (წელიწადში სამ-ოთხჯერ მაინც);
  • გრიპი გახანგრძლივებული მიმდინარეობით;
  • ქრონიკული ინფექციები ხშირი რეციდივებით (ანგინა, პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები);
  • მუდმივი სუბფებრილური ტემპერატურა.

თაფლი რომ უნიკალური პროდუქტია, ყველას კარგად მოეხსენება,მაგრამ სასარგებლო თვისებები ყველაზე მეტად სწორედ ახალ თაფლს აქვს, ამიტომ უმჯობესია დრო არ დავკარგოთ და მოვამზადოთ წამლები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გამოგვადგება.

მინდა შემოგთავაზოთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი წამალი, რომელიც უმკლავდება გაციებას, გრიპს, დაღლილობას, ნერვულ გადაძაბვას.

დაგჭირდებათ:

ჭიქა-ნახევარი ქიშმიში, ორი ლიმონი, ერთი ჭიქა ნიგოზი, ნახევარი ჭიქა ნუშის გული. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და კურკებგამოცლილი ლიმონი. შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნუშის გული, ქიშმიში და დაასხით 1,5 ჩ/ჭ ახალი თაფლი. დადგით 3-5 დღე ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ 1-2 ს/კ დღეში ერთხელ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

ასეთი უებარი წამლით ვიტარებ პროფილაქტიკურ კურსს ზაფხულის მიწურულს, მეორე კურსს კი — ზამთარში. თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ერთი კურსი გაზაფხულზეც ჩაიტაროთ, თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, ამ რეცეპტით მომზადებული წამალი ყველასთვის სასარგებლოა.

წამლის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში, მაგრამ არ გირჩევთ მზა ნარევის ხანგრძლივად შენახვას, რადგან, თაფლის კონსერვანტული თვისებების მიუხედავად, აქტიური ნივთიერებები მაინც თანდათან კარგავს სასარგებლო თვისებებს.

frenis kompensacia
frenis kompensacia