თუ ამას გააკეთებთ 1 ჭიქაც კი საკმარისი იქნება, რომ გამოდევნოს კენჭები თირკმელებიდან უმოკლეს დროში!

1234

თუ ამას გააკეთებთ 1 ჭიქაც კი საკმარისი იქნება, რომ გამოდევნოს კენჭები თირკმელებიდან უმოკლეს დროში!

თირკმლის ექოსკოპიამ და ანალიზებმა აჩვენა, რომ ჩემს მეუღლეს თირკმელებში ოქსალატური კენჭები ჰქონდა. ექიმმა უთხრა, ეს ორგანიზმში მჟაუნმჟავას კალციუმიანი მარილების ჭარბად დაგროვების შედეგიაო. დაუნიშნა დიეტა, რაციონიდან ამ მჟავის უხვად შემცველი მჟაუნას, ბარდის ამოღება, ხოლო ორგანიზმიდან მჟაუნმჟავას მარილების გამოსადევნად — ვაშლის, კომშის, მსხლის, ყურძნის შეტანა. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

დავიწყეთ ოქსალატური მარილების გამოსადევნი მცენარეული საშუალებების ძებნა. მეუღლეს ვასმევდი კამის, პიტნის, ბირკავას ნაყენს. ეს მცენარე ხელსუწყობს კენჭების უმტკივნეულოდ გამოსვლას. ეს ნაყენი აგლუვებს ოქსალატური კენჭების კონტურებს, ამცირებს ტკივილს და ხელს განსაკუთრებით ეფექტიანი გამოდგა ბრტყელეკალა. ეს მცენარე ძალიან ძლიერი შარდმდენი ყოფილა.

1 ს/კ გამხმარ ბრტყელეკალას დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით, გადმოდგით, შეაგრილეთ, გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ჩემს მეუღლეს საკმაოდ დიდი ზომის კენჭები ჰქონდა და რამდენიმე პატარაც.

პატარები გაქრა, ხოლო დიდები — მნიშვნელოვნად დაპატარავდა. ტკივილი, რომელიც გამუდმებით აწუხებდა, საერთოდ მოეხსნა. ბრტყელეკალას კიდევ ერთი მიზეზის გამო ვემადლიერები: მისი ნაყენი უებარი საშუალება ყოფილა გაციების დროს.

შველის ხველას, ყელის ტკივილს, სიცხეს:

4ს/კ ბრტყელეკალას ყვავილს უნდა დაასხათ 300 მლ წყალი და დააყაროთ 4 ს/კ შაქარი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ, ვიდრე წყლის ნახევარი აორთქლდება. ნახარში გადაწურეთ და შეინახეთ გრილ ადგილას. უნდა მიიღოთ 1 ჩ/კ 4-6-ჯერ დღეში გაციების დროს. მერწმუნეთ, ყველა წამალს სჯობს.

ექიმის კომენტარი:

ამ მცენარეს ხანგრძლივი მიღების დროსაც კი არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. დიდი დოზით მიღებისას მცენარე თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მცირე დოზით კი აღაგზნებს. ბრტყელეკალას აქვს გულის მატონიზებელი ეფექტი, ზრდის გულის კუნთის შეკუმშვის ძალას, ავიწროებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, ზრდის არტერიულ წნევას, აქვს სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული მოქმედება.

სამკურნალოდ გამოიყენება ბრტყელეკალას ყვავილებისა და ფოთლების ნაყენი. მათ იყენებენ რევმატიზმის, გაციების, შარდის ბუშტისა და საშარდე გზების დაავადებე- ბის, ხველის, ბრონქული ასთმის, ჰემოროის, ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის, ტეტანუსის, ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულების, კანის კიბოს სამკურნალოდ.

Facebook კომენტარები