ვაზის ფოთლები ტკივილების მოსახსნელად უებარი წამალია! ეს ნამდვილი აღმოჩენა იქნება ყველასათვის!

1263

ვაზის ფოთლები ტკივილების მოსახსნელად უებარი წამალია! ეს ნამდვილი აღმოჩენა იქნება ყველასათვის!

მე და ჩემი მეუღლე ხანში რომ შევედით, სოფელში გადავედით საცხოვრებლად. მოხუცებულობისას ამაზე მშვიდ ადგილს აბა, სად ნახავს კაცი! აქ ბევრი კარგად იცნობს ბუნებას და სამკურნალოდაც ხშირად იყენებს მცენარეებს. მათგან ჩვენც ბევრი რამ ვისწავლეთ.

ახლა კი ერთი მარტივი რეცეპტი მკითხველსაც მინდა ვასწავლო. ყურძენი ხომ სასარგებლოა, მაგრამ თურმე ვაზის ფოთოლიც ყოფილა უებარი სამკურნალო საშუალება.

მასში შემავალი ნივთიერებები სისხლძარღვებს ამაგრებს, ამიტომ ვაზის ფოთლის ნაყენი ორგანიზმს ათეროსკლეროზისა და წნევისგან იცავს. 1 ს/კ დაფშვნილ გამხმარ ვაზის ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი და უნივერსალური წამალიც მზადაა. 1 ჭიქა ნაყენი უნდა სვათ დღის განმავლობაში მცირე ულუფებად.

ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ მეც და ჩემმა მეუღლემაც თავი საკმაოდ მხნედ ვიგრძენით, წნევაც მოგვიწესრიგდა და ზოგადად თითქმის ყოველმხრივ გამოგვისწორდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ვინც ეს რეცეპტი მასწავლა, მანვე მითხრა, რომ ვაზის ფოთოლი კარგი ყოფილა კრიტიკულ დღეებში იმ ქალებისთვის, ვისაც ჭარბი სისხლდენა აწუხებთ. 1/2 ჩ.კ გამხმარი ფოთლის ფხვნილი უნდა მიიღოთ 2-ჯერ დღეში.

ექიმის კომენტარი:

ვაზი 150-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ვაზის ფოთოლში 2%-მდე შაქრები და დიდი რაოდენობით ორგანული მჟავებია. ხალხურ მედიცინაში ვაზის ფოთოლს იყენებდნენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ჰიპერტონიის, ანგინის, ათეროსკლეროზის სამკურნალოდ.

ეს მცენარე კარგია შინაგანი და გარეგანი სისხლდენების, შეუხორცებელი ჭრილობების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ. აქვს ნაღველმდენი და შარდმდენი ეფექტი, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აქვს ქსოვილთა რეგენერაციის დაჩქარების უნარი. ჭრილობაზე იფენენ დასველებულ, გარეცხილ ვაზის ფოთოლს.

ვენების ვარიკოზული დაავადების დროს კი ფოთლისგან მომზადებულ ფაფას იდებენ გაგანიერებული ვენის არეში და იკეთებენ კომპრესს 1 საათით. დღეში საჭიროა 1 პროცედურა. ფოთლების ნაყენს აქვს ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება.

თუ მოგეწონათ სტატია, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში. ჩენს მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან! ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯამრთელობის მდგომარების გაუმჯობესებაში!

frenis kompensacia
frenis kompensacia