თუ ეს დაავადებები გაწუხებთ, მაშინ დროა დაიწყოთ დაფნის ნახარშის მომზადება! 

7703

თუ ეს დაავადებები გაწუხებთ, მაშინ დროა დაიწყოთ დაფნის ნახარშის მომზადება! 

აქამდე დაფნა მხოლოდ დიაბეტის სამკურნალო საშუალება მეგონა, მაგრამ ბოლო დროს უფრო მეტი შევიტყვე ამ უნიკალური მცენარის სამკურნალო თვისებების შესახებ, უკვე პრაქტიკაშიც გამოვიყენე და ახლა თქვენც მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.

  1. დაფნის ფოთოლი საუკეთესოა სტომატიტისა და ღრძილების ანთების სამკურნალოდ. ამისთვის ნედლი ფოთოლი უნდა დაღეჭოთ დღეში 2-3-ჯერ.
  2. დიაბეტისა და რევმატიული ართრიტის სამკურნალოდ დაფნის ნაყენი გამოიყენება: 30-40 ცალ დაფნის ფოთოლს უნდა დაასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩეროთ თავდახურული ერთი საათით და მიღებული ნაყენი სვათ 2-2 ს/კ 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
  3. ჰაიმორიტის სამკურნალოდ დაფნის ფოთლის ზეთი უნდა გამოიყენოთ. მისი შეძენა აფთიაქშიც შეგიძლიათ, მაგრამ თავადაც შეძლებთ დამზადებას: 30 გრ დაფნის ფოთოლი (ნედლი) დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ჭიქა ზეთი, დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. შემდეგ წაიღეთ და შეინახეთ სიბნელეში 15დღე-ღამე, შემდეგ გადაწურე.
  4. ეს ზეთი კარგი ყოფილა ნაწოლების სამკურნალოდაც და აგრეთვე ინსულტის შემდგომი ნარჩენი მოვლენების (კიდურების სისუსტე, დამბლა) მოსახსნელადაც. ზეთი თხლად უნდა შეიზილოთ დაზიანებულ კიდურებში. ეს მართლაც კეთილშობილი მცენარე თურმე ძველი დროიდან გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ — ანადგურებს ტუბერკულოზის ბაქტერიებს და ააქტიურებს ორგანიზმს დაავადებასთან საბრძოლველად.
  5. დაფნის დახმარებით შეგიძლიათ ფეხის ოფლიანობაც დაამარცხოთ: ძილის წინ ტაშტში ჩაყარეთ 20-40 ცალი დაფნის ფოთოლი, დაასხით ცხელი წყალი და ამ ნაყენში ჩაყავით ფეხები 15 წუთით მაინც.
  6. იმუნიტეტის გასაძლიერებლად 15 ცალ დაფნის ფოთოლს უნდა დაასხათ 300 გ წყალი, დადგათ დაბალ ცეცხლზე, წამოადუღოთ და ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ გადმოდგათ. შემდგომ ეს ნაყენი ფოთლებიანად გადაიტანეთ თერმოსში და გააჩერეთ 3-4 საათი. გადმოწურეთ და სვით თითო ყლუპი ერთ მიღებაზე მთელი დღის განმავლობაში. მეორე დღისთვის ახალი დაამზადეთ და იგივე გაიმეორეთ. სულ 3-დღიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ. კურსის გამეორება კი 2 კვირაში შეგიძლიათ. ჩემს 20 წლის შვილს, რომელიც ყოველ ზამთარსა და გაზაფხულზე ავადმყოფობდა, ამ მკურნალობის შემდეგ ვირუსული ინფექცია აღარ დამართნია.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები