ეს რეცეპტი ნამდვილი სასწაულია! ის ხსნის შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს!

1033

ეს რეცეპტი ნამდვილი სასწაულია! ის ხსნის შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს!

90 წლის დედა მყავს, რომელსაც დაეწყო შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, ბოლო დროს შარდი თითქმის არ გამოიყოფოდა. სოფელში ცხოვრობს, სიარულიც უჭირს და ექიმებთან არ მომყვება, ამიტომ, როგორც შევძელი, ისე ვუმკურნალე.

ამ პრობლემის მკურნალი ხორბალი ყოფილა: ნახევარ ჭიქა ხორბალს უნდა დაასხათ 1 ლ წყალი და ხარშოთ 5-7 წუთი. შემდეგ ნახარში შეაგრილეთ და სვით დოზირების გარეშე. პირველ ხანებში უფრო ხშირ-ხშირად (10 წუთში ერთხელ) უნდა მიიღოთ, მერე კი, როცა პრობლემა მოგვარდება იმდენი სვით, რამდენსაც ორგანიზმი მოგთხოვთ.

სიმართლე გითხრათ, არც ნაყენის მომზადებისას ვიცავ მაინცდამაინც რეცეპტში მოცემულ დოზებს: თვალზომით ვიღებ ხორბალსაც და წყალსაც. შედეგი კი არაჩვეულებრივია, თანაც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბუნებრივი საშუალება დედაჩემის ორგანიზმს არაფერს დაუშავებს.  ამასთან ერთად, ხშირად უნდა ჭამოთ ხორბლის ფაფები (კორკოტი, წანდილი).

 ექიმის კომენტარი:

ხორბალი საქართველოსთვის უძველესი მცენარეული კულტურაა. ხორბლის ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელწოდებაა იფქილი. ძველ ქართულ სამედიცინო წერილობით წყაროებშიც ხორბლის აღმნიშვნელად ხშირად იფქილი იხმარებოდა. ხორბალი ფართოდ გამოიყენებოდა როგორც სამეურნეო, ისე სამკურნალო დანიშნულებითაც.

სამკურნალოდ იყენებდნენ უმთავრესად მის სახამებელს, რომელიც შედიოდა სხვადასხვა წამლის შემადგენლობაში, უმთავრესად იხმარებოდა ხველისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ხორბლის ფქვილს იყენებდნენ გარედან დასადები წამლების დასამზადებლად.

ხორბლის ქიმიური შემადგენლობიდან სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია: B ჯგუფის ვიტამინები, ცილები, უჯრედისი, სახამებელი. ხალხურ მედიცინაში ცნობილია, რომ ხორბლის ნახარშს ზოგადად აქვს სხვადასხვა ორგანოთა სეკრეტორულ-ექსკრეტორული ფუნქციების გამააქტიურებელი მოქმედება; მას იყენებენ მეძუძურ დედებში სარძევე ჯირკვლის ფუნქციის გასაძლიერებლად.

ასევე აძლიერებს ხორბლის ნახარში თირკმლის გამოყოფის ფუნქციას. მაგრამ საგულისხმოა, რომ შარდის შეკავება მამაკაცებში უხშირესად უკავშირდება წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) პათოლოგიებს. თუ ამ დროს გავაძლიერებთ თირკმლის ფუნქციას, შესაძლოა, ავადმყოფის საერთო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. ამდენად, ხორბლის ნახარშის გამოყენებას გირჩევთ მხოლოდ თირკმლის- მიერი ოლიგურიის (შარდის ნაკლებობის) შემთხვევაში.

მოამზადეთ ეს ჯადოსნური და უებარი წამალი და მადლიერი დარჩებით!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები