ამ მცენარეთა ნაყენის წყალობით აღარ არსებობს ათეროსკლეროზისა და თრომბოზის რისკი!

638

ამ მცენარეთა ნაყენის წყალობით აღარ არსებობს ათეროსკლეროზისა და თრომბოზის რისკი!

თრომბოზის არსებობისას შესაძლებელია თრომბის მოცილება, შევიწროებული სისხლძარღვის სანათურის აღდგენა ან დაზიანებული სისხლძარღვის პროთეზირება.

საინტერესოა, რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა ათეროსკლეროზის დროს:

ადამიანისთვის ყველაზე საშიშია ისეთი სიბერე, ნაადრევად რომ დააუძლურებს, შრომისა და სიცოცხლის ხალისს დაუკარგავს. ბევრი სამედიცინო წიგნი წამიკითხავს ამ თემაზე და დავასკვენი, რომ ორგანიზმის დაბერების საფუძველს ქოლესტერინის სიჭარბე და ათეროსკლეროზი წარმოადგენს.

წლების განმავლობაში ვეძებდი რეცეპტს, რომელიც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის გამომადგებოდა. ვიპოვე კიდეც. ამ რეცეპტით მომზადებული ნაყენის მიღების შემდეგ ვიგრძენი, რომ ორგანიზმი მძიმე ტვირთისგან გამითავისუფლდა, მომეხსნა სისუსტე, მომიწესრიგდა წნევა, გამიუმჯობესდა გულის მუშაობა.

მჯერა, რომ ჩემი რეცეპტი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ამიტომ მინდა, იგი თქვენც გაგიზიაროთ:

აიღეთ 100-100 გ გვირილა, კრაზანა, ნეგო, არყის ხის კვირტი, დაფქვით, აურიეთ ერთმანეთში, ჩაყარეთ მინის ქილაში და დაახურეთ თავი. საღამოს 1 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთი, გაფილტრეთ. 1 ჭიქა გამონაწურში აურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და ძილის წინ დალიეთ. დილით დარჩენილი სითხე ორთქლზე შეათბეთ, შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და მიიღეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ეს პროცედურა უნდა გამეორდეს ყოველდღე, სანამ ნარევი არ გამოგელევათ. ეს გასაოცარი ნაყენი ასუფთავებს და ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვთა კედლებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ეფექტიანია ორგანიზმის დასუსტების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ქოლესტერინისგან ორგანიზმის გაწმენდის, ათეროსკლეროზისა და წნევის პროფილაქტიკის მიზნით. მკურნალობის კურსი უნდა გაიმეოროთ 5 წლის შემდეგ.

ექიმის კომენტარი:

მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტი შეიცავს მეტად მრავალფეროვანი ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე მცენარეებს. მიღებულ ნაყენს ექნება ძლიერი ანტიანთებითი, ნაღველმდენი, შარდმდენი, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი მოქმედება. შედეგად კი იგი დადებითად იმოქმედებს იმ პათოლოგიურ ძვრებზე, რომლებიც დაბერების პროცესს ახლავს თან.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან. ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ სახლის პირობებში გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა! სცადეთ და არასდროს ინანებთ!

ჯანმრთელობას გისურვებთ! 

Facebook კომენტარები