ბრინჯის უგემრიელესი ღვეზელის საიდუმლო რეცეპტი – სამზარეულოს საოცრება

911

დიასახლისებს უამრავი გემრიელი კერძის მომზადება შეუძლიათ მოხარშული მარცვლეულის გამოყენებით. ამ პროდუქტს ხშირად შეხვდებით ქართულ სამზარეულოშიც, თუმცა მას საკმაოდ დიდი რაოდენობით ამზადებენ და ამიტომ, მეორე დღისთვისაც კი რჩება მოხარშული ბრინჯის გარკვეული რაოდენობა. ყველამ იცის რომ ამ კერძს მეორე დღეს არც თუ ისე გემრიელი გემო აქვს, ამიტომ მისი გადაყრის მაგივრად იგი შეგიძლიათ ამ უგემრიელესი ღვეზელის მოსამზადებლად გამოიყენოთ:


ინგრედიენტები:

– 4 ჭ ბრინჯი
– 100 გრამი ლორი
– 250 გრამი მოცარელა
– 1 ცალი სტაფილო
– 2 ცალი კვერცხი
– ნახევარი კონა ოხრახუში
– 1 ჭიქა რძე
– 100 გრამი მაგარი ყველი
– პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. გახეხეთ მოცარელა და ასევე სტაფილო  სახეხის მსხვილი პირის მხარეს. შემდეგ დაჭერით ლორი წვრილ კუბიკებად და ამასთან ერტად დააქუცმაცეთ ოხრახუშიც. აურიეთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოხარშულ ბრინჯთან ერთად ერთმანეთს.

2. ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი, სასურველია ბლენდერის დახმარებით. მიღებულ მასას დაუმატეთ გახეხილი ყველი და შემდეგ მოასხით მთლიანი ჭიქა რძე. ამ ეტაპის შემდეგ მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

3. წაუსვით საცხობ ფორმას ცხიმი და მოათავსეთ მასში მომზადებული მასა და მოასხით კვერცხის ნარევი მას. შედგით ფორმა გახურებულ საცხობში და 30 წუთის მანძილზე გამოაცხვეთ 200 გრადუსზე.

Facebook კომენტარები