დისბაქტერიოზის მკურნალობის ყველაზე სწრაფი წამალი ხალხური მედიცინისგან! 

1196

დისბაქტერიოზის მკურნალობის ყველაზე სწრაფი წამალი ხალხური მედიცინისგან! 

ადამიანის ორგანიზმში 500-მდე მიკროორგანიზმი ბინადრობს. მათ რამდენიმე ჯგუფად: ობლიგატურ (აუცილებელ), ფაკულტატურ (პირობითად პათოლოგიურ) და ტრანზიტორულ (შემთხვევით) მიკროორგანიზმებად — ყოფენ. ნაწლავთა ფლორის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ და ადამიანის ორგანიზმს იცავენ.

პირველ ყოვლისა, უზრუნველყოფენ ნაწლავის სტაბილურ მიკრობულ შემადგენლობას. სასარგებლო ბაქტერიები გამოიმუშავებენ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში, ხელს უწყობენ ზოგიერთი აუცილებელი ნივთიერების (D ვიტამინის, რკინის, კალციუმის) შეწოვას, B ჯგუფის, C, K ვიტამინების, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავას სინთეზს, ანტიბიოტიკური ნივთიერებების გამომუშავებით თრგუნავენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას და ასტიმულირებენ იმუნიტეტს.

როგორც კი სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობა შემცირდება, პათოლოგიური ბაქტერიები გამრავლებას იწყებენ, ტოქსინებს გამოიმუშავებენ და ორგა- ნიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენენ. ერთი სიტყვით, ვითარდება დისბაქტერიოზი ანუ ორგანიზმის მიკრობული წონასწორობის რღვევა.

მიზეზები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (პირის ღრუდან დაწყებული, მსხვილი ნაწლავის ჩათვლით) მიკროფლორაზე გავლენას ახდენს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ფაქტორები.

შინაგანი ფაქტორებია ლორწოვანი გარსიდან გამოყოფილი წვენი და კუჭ-ნაწლავის სანათურში არსებულ მიკრობთა ურთიერთობა, გარეგანი — კვება, ანტიბაქტერიული პრეპარატების ჭარბად მიღება, გარემოს ზემოქმედება და სხვა.

დისბაქტერიოზი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ კუჭში, მხოლოდ წვრილ ნაწლავში ან მხოლოდ მსხვილ ნაწლავში, თუმცა უფრო ხშირია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთდროული დისბიოზი.

ბოლო დრომდე არც კი ვიცოდი, თუ კომშს ხალხური მედიცინა სამკურნალოდ იყენებდა. ჩემს შვილს დისბაქტერიოზი დაუდგინეს. ძალიან ბევრი წამალი დაუნიშნეს, მაგრამ მკურნალობა სულ რამდენიმე კვირას გასტანდა ხოლმე, მერე ყველაფერი თავიდან იწყებოდა. გადავწყვიტე, ხალხური რეცეპტებითაც მივხმარებოდი და დავიწყე ძებნა. ჩემდა გასაკვირად, ასეთი საშუალება კომშის თესლი აღმოჩნდა:

რეცეპტი და მომზადების წესი:

2 ჩ/კ თესლს (კურკებს) დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გადაწურეთ, დადგით 6 საათი. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა ნახარში 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ამ ნაყენის სმა ჩემმა შვილმა მედიკამენტური კურსის დამთავრების შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ დაავადება აღარ გამწვავებია და აღარც წამალი დასჭირვებია.

კომშის თესლის ნაყენი კარგი ყოფილა ხველისა და ხმის ჩახლეჩის დროსაც. დისბაქტერიოზით შეწუხებულ ყველა ადამიანს ვურჩევ, გამოიყენოს ეს რეცეპტი.

frenis kompensacia
frenis kompensacia