სამუდამოდ მოიშორეთ თავის ტკივილი ამ საოცარი მცენარის დახმარებით! ინფორმაცია, რომელსაც უნდა ფლობდეთ!

858

სამუდამოდ მოიშორეთ თავის ტკივილი ამ საოცარი მცენარის დახმარებით! ინფორმაცია, რომელსაც უნდა ფლობდეთ!

თავის ტკივილი ერთ-ერთი იმ სიმპტომთაგანია, რომლის გამოც ადამიანები ყველაზე ხშირად მიმართავენ ექიმს. მოსახლეობის 70%-ს ეპიზოდური ან ქრონიკული თავის ტკივილები აწუხებს.

ის წამყვანი, ზოგჯერ კი ერთადერთი სიმპტომია 40-ზე მეტი დაავადებისა:

  • ნევროზის,
  • დეპრესიული მდგომარეობის,
  • ჰიპერტონიული დაავადების,
  • თირკმლისა და ენდოკრინული პათოლოგიების,
  • ნერვული სნეულებებისა და ა.შ.

თუმცა მის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს თავის ტკივილი (70%) და შაკიკი (25%) წარმოადგენს.

თავის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი, თანამედროვე კლასიფიკაციით, ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა:

1. თავის ტვინის ორგანული დაავადებები და თავზურგტვინის სითხის დინამიკური მოშლილობები. მათ მიეკუთვნება: თავის ქალას ტრავმები — ტკივილი ლოკალიზებული ან ზოგადია და შედარებით ცუდად ემორჩილება მკურნალობას; თავის ტვინში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები ტკივილი, ჩვეულებრივ, დილაობით ძლიერდება, ერ- თვის გულისრევა და ღებინება;ნ თავის ტვინის ანთებითი დაავადებები (მენინგიტი, მენინ- გოენცეფალიტი). —

2. სისხლძარღვოვანი მიზეზები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჰემიკრანია (შაკიკი), ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და არტერიული ჰიპერტენზია.

3. ფსიქოგენური მიზეზები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაძაბვისა და ასთენიის თანმხლებ თავის ტკივილს.

4. არატვინოვანი მიზეზები. ეს ყველაზე დიდი ჯგუფია.

მას ეკუთვნის:

  • კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
  • ნებისმიერი ბუნებისა და ლოკალიზაციის ინფექციური დაავადება, რომელთა 40% თავის ტკივილის მწვავე შეტევებს იწვევს, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც თავის ტკივილის შეტევით იწყება;
  • მედიკამენტური თავის ტკივილი (ამ მხრივ აღსანიშნავია ორალური კონტრაცეპტი- ვები, ნიტრატები, კოფეინი);

ერთ ზაფხულს სოფელში მეზობელმა თავის ტკივილისთვის მირჩია ხურტკმელი. რაც მისი მირთმევა დავიწყე, რამდენიმე დღემ ისე გაიარა, თავი არ ამტკივებია.

Facebook კომენტარები