4 რეცეპტი, რომელთა გამოყენებაც გაგიმარტივებთ კლიმაქსის მერიოდს და აგაცილებთ ბევრ პრობლემას! ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს ამის შესახებ!

204

4 რეცეპტი, რომელთა გამოყენებაც გაგიმარტივებთ კლიმაქსის მერიოდს და აგაცილებთ ბევრ პრობლემას! ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს ამის შესახებ!

თანამედროვე მედიცინა კლიმაქსის შესამსუბუქებლად არაჩვეულებრივ საშუალებებს ფლობს, მაგრამ ჩემთვის ჰორმონული პრეპარატების მიღება არაფრით არ შეიძლება, რადგან ღვიძლი მაქვს დაზიანებული. ბავშვობაში B ჰეპატიტი გადავიტანე და ექიმებმა გამაფრთხილეს, რომ წამლების მიღებისას მთელი სიცოცხლე დიდი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა.

ამ დროს ხალხური მედიცინა გამახსენდა — ძველად ხომ ამ მდგომარეობას ქიმიური პრეპარატების გარეშეც უმკლავდებოდნენ. დედასაც ვკითხე, როგორ ართმევდა თავს ამ სიტუაციას, თურმე ჩვეულებრივ თევზის ქონს სვამდა. შევიძინე თევზის ქონის კაფსულები და დავიწყე სმა. ამასთანავე, გამიგონია, რომ ვინც თევზის ქონს სვამს, დიდხანს ინარჩუნებს ჯანმრთელობას, ახალგაზრდულ კანს და ნათელ გონებას, ნაკლები აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებისა და ჰიპერტონიის რისკი.

მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლა გვირილის ნაყენი დაგეხმარებათ:

1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 20 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ მენსტრუაციებს შორის შვიდი დღის განმავლობაში თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ძლიერი სისხლდენების დროს საკმაოდ ეფექტურია ჩვეულებრივი ღოლო:

1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა წყალი, 15 წუთი ადუღეთ, 2 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ და მიიღეთ მენსტრუაციის დროს თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.

საკმაოდ ეფექტური საშუალება აღმოჩნდა კოთხუჯის ფესვიც:

ძალიან წვრილად უნდა გახეხოთ და მიიღოთ დანის წვერით დღეში 5-6-ჯერ, მიაყოლოთ თაფლიანი წყალი (1 ჩაის კოვზი თაფლი 1/2 ჭიქა თბილ ანადუღარ წყალზე).

მოუსვენრობისა და შიშების გადალახვაში დაგეხმარებათ შემდეგი ნარევი:

  • 4 სუფრის კოვზი კრაზანა,
  • 5 სუფრის კოვზი სვია,
  • 5 სუფრის კოვზი მინდვრის ნემსა
  • 5 სუფრის კოვზი ბარამბო.

1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1/2 საათი, გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.

გულისმხრივ მოვლენებს იოლად ხსნის კუნელის ნაყენი, რომელიც მზა სახით იყიდება აფთიაქებში. როგორც კი გული შემაწუხებდა, 40 წვეთ ნაყენს ვსვამდი. ცნობილია, რომ კლიმაქსთან ერთად იმატებს ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხეც, მაგრამ ვიდრე ძვლები აქტიურად არის დატვირთული, არაფრის არ უნდა გეშინოდეს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები