ხალხური მეთოდები, რომელთა გამოყენებისას 2-3 პროცედურაში ქრება კოჟრები! ნეტავ აქამდე მცოდნოდა!

1949

ხალხური მეთოდები, რომელთა გამოყენებისას 2-3 პროცედურაში ქრება კოჟრები! ნეტავ აქამდე მცოდნოდა!

ტერფის ნეკა თითებზე კოჟრები, შეიძლება ითქვას, მემკვიდრეობით მერგო. ამგვარ წამონაზარდებს განსაკუთრებით მამის ნათესავები უჩიოდნენ. ახალი ფეხსაცმლის ერთხელ ჩაცმაც კი საკმარისია, რომ კოჟრი გამიჩნდეს. ზამთარში კიდევ ვეგუები, ზაფხულში კი იწყება ჩემი ტანჯვა: მოვიცილებ — ისევ ჩნდებიან. ამის გამო ღია ფეხსაცმელს აღარც კი ვყიდულობ.

ერთ დღესაც ჩემი სატკივარი ნაცნობ ფარმაცევტს შევჩივლე. იქვე მოხუცი ქალბატონი იდგა, რომელსაც ჩემი სიტყვები გაუგონია. აფთიაქიდან გამოსვლისას გამაჩერა, ძველი კოსმეტოლოგი ვარ, კოჟრების მოცილების მეტი რა მიკეთებია, მაგრამ დღეს ჩემი რეცეპტები აღარავის სჭირდება, შენ მაინც გასწავლი, თუ გინდა, სცადეო და აი რა მასწავლა:

აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გაფქცვენით, გაჭერით ორად და ჩადეთ ძმარში, 1 დღე-ღამით გააჩერეთ სითბოში. მეორე დღეს ამოიღეთ ძმრიდან, მოაცალეთ ერთი ფურცელი და დაიდეთ კოჟრზე. ფურცელი დღეში ორჯერ უნდა გამოცვალოთ.

კოჟრებს ადვილად აცილებს ნივრის ფაფა: 5-6 კბილი ნიორი შეწვით, გააცივეთ, დაასხით 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ, ვიდრე არ მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელიც წინასწარ სოდიან წყალში დამბალ კოჟრზე უნდა დაიდოთ.

გამოდგება ლიმონიც: ძილის წინ გაიკეთეთ ფეხების ცხელი აბაზანა, შემდეგ ლიმონი ოთხად გაჭერით და ერთი ნაწილი რბილობის მხრიდან დაიდეთ გამაგრებულ ადგილზე, შეიხვიეთ და 3 დღის შემდეგ მოიხსენით. ამის შემდეგ კვლავ ცხელი აბაზანაა საჭირო, რომლის შემდეგაც დარბილებული კოჟრი ადვილად მოგშორდებათ.

ჩვენი წინაპრები კი დაკოჟრილ ხელებს ასე შველოდნენ: ჭიქაში ასხამდნენ ძმარს და შიგ 1 ცალ ახალდადებულ კვერცხს აგდებდნენ; 8 დღის შემდეგ კვერცხი მთლიანად იხსნება და მიიღება მალამოსმაგვარი მასა, რომელიც კოჟრზე უნდა წაისვათ და შეიხვიოთ. რამდენიმე დღეში მალამო ისე ალბობს კოჟრს, შეიძლება, თვითონვე ამოვარდეს, თუ არადა ცოტა მიხმარება დასჭირდება.

ჩვენი შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არ წარმოადგენს სამფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები