როგორ მოვიცილოთ ნაოჭები სახლის პირობებში? ეს ძალიან მარტივია ამ რეცეპტების დახმარებით!
როგორ მოვიქცეთ, რომ სახეზე ნაოჭები არ მოგვემატოს?
სახეზე პირველი ნაოჭების დანახვით გამოწვეულ გულისტკივილს ადრე თუ გვიან ყველა ქალი განიცდის თავი ხომ ახალგაზრდა სწორედ მათ დანახვამდე გგონია... როცა სახის კანს სიბერის პირველი ნიშნები შევამჩნიე, მეც დავღონდი, მაგრამ ბედს არ შევეგუე და სპეციალური ლიტერატურის გაცნობას შევუდექი.
ნაოჭებს უხსოვარი დროიდან ებრძვიან. ჩვენამდეც ბევრმა ნაცადმა ხერხმა მოაღწია. ყველას ერთად მოვუყარე თავი და მორიგეობით შევუდექი საკუთარ თავზე მათ გამოცდას. რამდენიმე თვეში ნაოჭები არამცთუ არ მომემატა, გამიქრა კიდეც და მივხვდი, ვიდრე ახალგაზრდობა გწყურია, სიბერე ვერაფერს დაგაკლებს.
საფუვრის ნიღაბი ბევრმა ალბათ არ იცის, რომ საფუარი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, აქვს საოცარი მატონიზებელი მოქმედება, აძლიერებს სისხლმომარაგებას და ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავენს კანის ფორებს. ეს საშუალება რეკომენდებულია როგორც ნორმალური, ისე ცხიმიანი, მშრალი და მოდუნებული კანისთვის:
აიღეთ 50 გრამი ჩვეულებრივი საფუარი, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა თბილი რძე და მცენარეული ზეთი (თუ კანი მშრალია) ან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი (თუ კანი ცხიმიანია). კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ არაჟნის სისქის მასა. წაისვით სახეზე და 20 წუთს გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მკურნალობის კურსი მოიცავს 20 ნიღაბს, რომლებიც ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ.
ლობიოს ხარშავენ, სრესენ, ამატებენ ცოტაოდენ ლიმონის წვენს და მცენარეულ ზეთს. ეს ნიღაბიც კარგად კვებავს და აჯანსაღებს კანს, ასწორებს ნაოჭებს.
ალოეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაუმატეთ 5-ჯერ მეტი წყალი. 1 საათი გააჩერეთ და 2-3 წუთით წამოადუღეთ, გაწურეთ და გაიკეთეთ საფენები მთელ სახეზე.
აიღეთ 5 გრამი კრაზანას ახალმოკრეფილი ყვავილი, დაასხით ცოტაოდენი მზესუმზირას ზეთი, 2 კვირა გააჩერეთ სიცივეში და გაწურეთ. ეს საშუალება კარგია მშრალ კანზე ნაოჭების პროფილაქტიკისთვის.
მწიფე ბანანი ჩანგლით გასრისეთ. დაუმატეთ იმდენი კარტოფილის ფქვილი, რომ არა- ჟნის სისქის მასა მიიღოთ. სახეზე ჯერ მკვებავი კრემი წაისვით, შემდეგ კი ბანანისა და კარტოფილის ფქვილის ნარევი. თუ ნიღაბი გაშრა, ახალი ულუფა წაისვით. შეგიძლიათ, ზემოდან დოლბანდი დაიფაროთ, ნიღაბი სწრაფად რომ არ გამოშრეს. ნიღაბი 30-40 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ კი ბამბის ტამპონით მოიშორეთ. ეს ნიღაბი მშრალი კანისთვის არის რე- კომენდებული, კურსი კი 10 პროცედურისგან შედგება.
ჩაის ცხელ ნაყენში დაასველე ბამბა ან დოლბანდის ნაჭერი და დაიდე სახესა და ყელზე. ზემოდან დაითბუნეთ პირსახოცით. თუ მშრალი კანი გაქვთ, საფენი გაიჩერეთ 15-20 წუთი. ნორმალურ კანზე შეგიძლიათ 20-30 წუთი გაიჩეროთ. კურსი 15-20 პროცედურას მოიცავს. სასურველია, ჩაიტაროთ კვირაში ორჯერ.