თუ ქუსლებზე კანი დაგისკდათ მაშინ ეს გააკეთეთ! შედეგით გაოცებული დარჩებით! 

4243

თუ ქუსლებზე კანი დაგისკდათ მაშინ ეს გააკეთეთ! შედეგით გაოცებული დარჩებით! 

რამდენიმე წელია, ფეხის ქუსლებზე კანი დამისკდა. მივიკითხ-მოვიკითხე, სამედიცინო ლიტერატურაც მოვიძიე, რეცეპტები შევკრიბე, გამოვცადე და შედეგით მართლაც კმაყოფილი დავრჩი. ვიცი, გაზაფხულობით ღია ფეხსაცმლის ჩაცმას ბევრი სწორედ იმის გამო არიდებს თავს, რომ ქუსლებზე ნახეთქების გამოჩენისა ერიდება.

გადავწყვიტე, მომეწერა და თქვენი მკითხველისთვისაც გამეცნო ის მარტივი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც სულ რამდენიმე კვირაში მოვიწესრიგე ქუსლების კანი. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ქუსლებზე კანი გაგისქელდათ და გაგიუხეშდათ, მაშინვე მიიღეთ თბილი წყლის აბაზანები, რომელშიც ჩაამატებთ 1 სადილის კოვზ საჭმელ სოდას.

ფეხები წყალში მანამდე უნდა გააჩეროთ, ვიდრე წყალი სასიამოვნო ტემპერატურისაა. შემშრალების შემდეგ გაუხეშებულ ადგილებსა და ნახეთქებზე უნდა დაიდოთ გახეხილი კომბოსტო და მწვანე ხახვი, შეიხვიოთ ფეხები პოლიეთილენით და ასე დაიძინოთ.

დილით კომპრესი შეიხსენით, დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და წაისვით ფეხის ნებისმიერი კრემი. იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე დღესაც. კანი დარბილდება და სპეციალური ფეხის სახეხით ან პემზის ქვით მისი მოცილება გაცილებით გაადვილდება. თუ რამდენიმე ხნის შემდეგ პრობლემამ ისევ იჩინა თავი, ტუხტის ფესვების ნაყენი უნდა მოამზადოთ:

აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ტუხტის ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი, კარგად დაახურეთ თავსახური და ხშირი მორევით გაათბეთ წყლის ორთქლზე 30 წუთის განმა- ვლობაში.

ნაყენი ოთახის ტემპერატურამდე რომ გაცივდება, დაასველეთ მასში დოლბან- დის ხელსახოცები და ნახევარი საათით დაიწყვეთ ქუსლებზე. ეს პროცედურა დღეში ორ- ჯერ — დილა-საღამოს უნდა ჩაიტაროთ.

არანაკლებ ეფექტიანია ეს მეთოდი:

აურიეთ ერთმანეთში კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ნახევარი ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი. მიღებული მასა დაიდეთ ცხელ წყალში დარბილებულ ქუსლებზე და გაიჩერეთ, ვიდრე არ გაშრება და მყარ ქერქად არ გადაიქცევა. დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და დამარბილებელი ემულსია ან რომელიმე მალამო წაისვით. და კიდევ: ქუსლების კანი გაცილებით ნაზი და გლუვი გახდება, თუ ყოველ საღამოს, დაბანის შემდეგ, ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს შეიზელთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia