გამობერილი ვენების სამკურნალოდ გამოიყენეთ ეს შესანიშნავი ნაყენი, რომელიც დროში გამოცდილია!
ასაკის მატებასთან ერთად ფეხებში სიმძიმის შეგრძნება მატულობს. ძალიან ადვილად იღლება და შუპდება ფეხები. თანდათანობით ვენებიც იბერება. თუ ვენები დაგებერათ არ იცით რა მოიმოქმედოთ, მაშინ გირჩევთ ეს რეცეპტი მოამზოთ.
რეცეპტი და მომზადების წესი:
დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი:
- კოთხუჯის ფესვი,
- კულმუხოს ფესვი,
- ძიძო,
- ძახველის ნაყოფი ან ქერქი,
- მრავალძარღვა,
- შვიტა;
ან:
- არყის ხის ფოთოლი,
- ძიძო,
- სამყურას ყვავილი,
- ჟოლოს ფოთოლი,
- ბაბუაწვერას ფესვი,
- ფურისულას ფესვი,
ან:
- მოცვის ფოთოლი,
- გულყვითელას ყვავილი,
- მარმუჭის ფოთოლი,
- მრავალძარღვა,
- შვიტა.
2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი თავდახურული ჭურჭლით ძალიან ნელ ცეცხლზე, შემდეგ გადაასხით თერმოსში, გააჩერეთ 6 საათი და მიიღეთ დღის განმავლობაში 100-150 მლ ნაყენი ჭამის წინ. პირველ წელს ნაყენი რეგულარულად, ყოველდღე უნდა მიიღოთ, თან ნაკრები 2-3 თვე- ში ერთხელ უნდა ცვალოთ. მომდევნო წლიდან ნაყენი ასევე ყოველდღე სვით, მაგრამ 1,5-2 თვეში ერთხელ 10 დღით შეისვენეთ.
გამობერილ ვენებზე დაიდეთ წყლისა და ვაშლის ძმრის ხსნარის (1:1) საფენები. ვაშლის ძმარი უმჯობესია თავად დაამზადოთ. მე ვენებზე წასასმელად სპეციალურ მალამოსაც ვამზადებ.
ვიღებ რომელიმე ნაკრებს ამ სამიდან:
- კრაზანა,
- ქაფურა,
- მარმუჭის ფოთოლი,
- ფურისულასფესვი,
- აბზინდა,
- ორკბილა;
- ძიძო,
- სამყურას ყვავილი,
- ოროვანდის ფესვი,
- ჟოლოს ფოთოლი,
- ბეგქონდარა;
- კრაზანა,
- გულყვითელას ყვავილი,
- ქაფურას ყვავილი,
- მარმუჭის ფოთოლი,
- ვირისტერფა,
- გვირილა,
- ვარდკაჭაჭა;
3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი, 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე და თან განუწყვეტლივ ურიეთ, შემდეგ დაამატეთ 75 გ გამდნარი ღორის მუცლის ქონი და ამდენივე მცენარეული ზეთი. შეინახეთ მაცივარში. მალამო სქლად უნდა დაიდოთ ვენებზე, დაიფაროთ ორფა დოლბანდი, ზემოდან ცელოფანი და შეიხვიოთ. ნახვევი დღეში 3-ჯერ უნდა გამოიცვალოთ.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტები შედგება ნატურალური ინგრედიეტებისგან და არავითარი ზიანი არ მოაქვს ჯანმრთელობისთვის. ჩენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!