ეს საშუალებები ხსნის კბილის ტკივილს, შესანიშნავია ღრძილების ანთებისთვის! მე სულ დამავიწყდა ტკივილი!

338

ეს საშუალებები ხსნის კბილის ტკივილს, შესანიშნავია ღრძილების ანთებისთვის! მე სულ დამავიწყდა ტკივილი!

კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღისთვის!

კბილის ტკივილი უმრავლესობას ყველაზე გაუსაძლის ტკივილად მიაჩნია. რასაკვირველია, ყველაზე მართებული ამ დროს სტომატოლოგთან მისვლაა, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში კბილის ტკივილს შეიძლება ხალხური მეთოდებით ვუმკურნალოთ. მე ხშირად მაწუხებდა კბილები, ამიტომ უამრავი ხალხური რეცეპტი მაქვს ჩაწერილი უბის წიგნაკში.

კბილის ტკივილი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. კბილის ტკივილი იწყება მაშინ, როდესაც კბილის ცენტრალური ნაწილი არის დაზიანებული.

მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ყველაზე ეფექტური საშუალებები, მათი გამონების შემდეგ გაოცებას ვერ დამალავთ! ეს უნდა სცადოთ!

ნაცადი საშუალებაა კრაზანას მაგარი ნაყენი. ასეთივე ნაყენი შეიძლება მომზადდეს სალბის, ჟოლოს ან პიტნის ფოთლებისგან. ეს ყველაფერი შეიძლება ერთმანეთშიც ავურიოთ თანაბარი რაოდენობით. ნაყენი უნდა იყოს რაც შეიძლება თბილი, ოღონდ არა ცხელი. ივლეთ პირში რაც შეიძლება ხშირად. ზოგიერთი მტკივან ღრძილზე მრავალძარღვას ფოთოლს იდებს. ტკივილი ნახევარ საათში გაივლის.

ჩირქგროვის გახეთქვაში დაგეხმარებათ შემწვარი ხახვი. მიიდეთ იგი მტკივან კბილზე. ძალზე უსიამოვნო რამაა პაროდონტოზი. არსებობს უამრავი საშუალება ღრძილების გასამაგრებლად. კარგია, მაგალითად, უმი კარტოფილის ჭამა.

ღრძილების ტკივილის დროს კარგია მჟავე კომბოსტო. რაც შეიძლება მეტხანს გააჩერეთ იგი პირში და ღეჭეთ. კომბოსტო სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისთვის, ხელს უწყობს წონის დაკლებას. ფიჭის თაფლი უძველესი დროიდან ფასობს ხალხში — არა მარტო არაჩვეულებრივი გემოსა და არომატის, არამედ საუკეთესო სამკურნალო თვისებების გამოც. ცნობილია, რომ მას გაცილებით ძლიერი გამაჯანსაღებელი უნარი აქვს, ვიდრე გამოწურულს.

ფიჭის ღეჭვა ამაგრებს ღრძილებს. თაფლიანი ფიჭა ცვილის საცობითურთ უნდა დაღეჭოთ. მოჭერით პატარა ნაჭერი და ღეჭეთ 10-15 წუთი. 2-3 საათის შემდეგ აიღეთ ახალი ულუფა. ცვილი არ გადაყლაპოთ. გაიმეორეთ დღეში 3-4-ჯერ. მწვავე ანთება 2-3 დღეში გაგივლით.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა ხალხური რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან! ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები