ეს ნარევი ღვთის კურთხევაა: ამის წყალობით ყველაზე სწრაფად შეგიძლიათ აიმაღლოთ იმუნიტეტი! ზამთარში ეს ყველას გვჭირდება!

289

ეს ნარევი ღვთის კურთხევაა: ამის წყალობით ყველაზე სწრაფად შეგიძლიათ აიმაღლოთ იმუნიტეტი! ზამთარში ეს ყველას გვჭირდება!

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი!

ეს არც ისე რთულია და გულისხმობს:

  1. ცხოვრების ჯანსაღ წესსა და კვებისადმი მართებულ მიდგომას;
  2.  თამბაქოსთვის თავის დანებებას – ამით თავს ავარიდებთ მრავალ ტოქსინს, რომელთა შორის ნიკოტინზე საშიში შხამებიც არის;
  3. ალკოჰოლის მიღების შეზღუდვას (ალკოჰოლიანი სასმელებიდან ნებადართულია და სასარგებლოც კი წითელი ღვინო, ოღონდ ზომიერი ოდენობით);
  4. წყლის სათანადო ოდენობით მიღებას — საშუალოდ 1-2 ლიტრისა დღე-ღამეში;

მედიკამენტების ჭარბი და გაუმართლებელი მიღებისგან თავის შეკავებას, განსაკუთრებით — ბანალური ვირუსული ინფექციის დროს — ორგანიზმს უნდა მივცეთ საშუალება, ინფექციას თავად, უხეში გარეგანი ჩარევის გარეშე გაუმკლავდეს. კვების მართებული რეჟიმი იმუნური სიჯანსაღის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

რეკომენდებულია საკვების მიღება ფიქსირებულ დროს დღე-ღამეში 4-5-ჯერ, ვახშმობა არა უგვიანეს 7-8 საათისა. რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, მდიდარი ხილით, ბოსტნეულით. აუცილებელია ცხოველური ცილა (მჭლე ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი). ცილოვანი პროდუქტი დღეში 300 გრამამდე უნდა მივიღოთ, აქედან ძროხის

თაფლი რომ უნიკალური პროდუქტია, ყველას კარგად მოეხსენება,მაგრამ სასარგებლო თვისებები ყველაზე მეტად სწორედ ახალ თაფლს აქვს, ამიტომ უმჯობესია რ დავკარგოთ და მოვამზადოთ წამლები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გამოგვადგება.

მინდა შემოგთავაზოთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი წამალი, რომელიც უმკლავდება დაგჭირდებათ:

  • ჭიქა-ნახევარი ქიშმიში,
  • ორი ლიმონი,
  • ერთი ჭიქა ნიგოზი,
  • ნახევარი ჭიქა ნუშის გული.

მომზადების წესი:

  1. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და კურკებგამოცლილი ლიმონი.
  2. შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნუშის გული, ქიშმიში და დაასხით 1,5 ჩ/ჭ ახალი თაფლი.
  3. დადგით 3-5 დღე ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
  4. მიიღეთ 1-2 ს/კ დღეში ერთხელ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

ასეთი უებარი წამლით ვიტარებ პროფილაქტიკურ კურსს ზაფხულის მიწურულს, მეორე კურსს კი ზამთარში. თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ერთი კურსი გაზაფხულზეც ჩაიტაროთ. თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, ამ რეცეპტით მომზადებული წამალი ყველასთვის სასარგებლოა. წამლის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში, მაგრამ არ გირჩევთ მზა ნარევის ხანგრძლივად შენახვას, რადგან, თაფლის კონსერვანტული თვისებების მიუხედავად, აქტიური ნივთიერებები მაინც თანდათან კარგავს სასარგებლო თვისებებს.

ექიმის კომენტარი:

მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში ყველა კომპონენტი ვიტამინებით, ცილებით, მინერალებითა და სამკურნალო ეფექტის მქონე ბიოაქტიური ნივთიერებებითაა მდიდარი, ამიტომ, რაღა თქმა უნდა, მიღებული ნარევიც საუკეთესო იქნება ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების გასააქტიურებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ზოგადად, ორგანიზმის გასაჯანსაღებლად.

ნარევის მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც სანაღვლე გზებისა და კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადება აქვს, აგრეთვე მათთვის, ვისაც ალერგია აღენიშნება თაფლსა და თაფლის პროდუქტებზე.

Facebook კომენტარები