ამას არ გეტყვით არცერთი ექიმი! ამ ხალხური მეთოდით აიცილებთ კენჭის გავლას! დროა ყველამ იცოდეს!
კენჭები თირკმელებში (თირკმელკენჭოვანი დაავადება - ნეფროლიტიაზი) – დაავადება, რომლის დროსაც თირკმელებში ჩნდება მკვრივი, კრისტალური წარმონაქმნები, რომელბიც შედგება მარილებისგან. ქვები განსხვავდება ზომების (რამოდენიმე მმ-დან 10 სმ-მდე) და ფორმის მიხედვით. რიგ შემთხვევებში ქვები ხვდება შარდის ბუშტში, ან იჭედება შარდსადინარებში.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
- მემკვირეობითი მიდრეკილება;
- ორგანიზმში ჭარბი კალციუმის შემადგენლობა;
- სისხლში შარდმჟავას ჭარბი რაოდენობა;
- ნივთიერბათა ცვლის დარღვევა;
- სითხის არასაკმარისი მიღება ან ჭარბად დაკარგვა;
- თირკმლის ინფექციები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
- მუცლის ქვედა ნაწილში ან გვერდებში მწვავე ტკივილები;
- ხშირი შარდვა;
- მტკივნეული შარდვა;
- გულის რევა, ღებინება;
- მცირე და ხშირად შარდვა;
- შარდთან ერთად ქვიშისმაგვარი ნარევის გამოყოფა;
- სისხლდენა.
დიდი ხანია მაწუხებს თირკმელები. უკვე რამდენჯერმე მქონდა კენჭის გავლა, ორჯერ პატარა კენჭებიც დავბადე. ვისაც გამოუცდია, იცის, რა საშინელი ტკივილები ახლავს მას. წამლებს გამუდმებით ვსვამდი, მაგრამ საგრძნობი ეფექტი არ მიმიღია, თანაც ვშიშობდი, ქიმიური პრეპარატების ხანგრძლივად მიღებას რაიმე გართულება არ გამოეწვია. ამიტომ გადავწყვიტე ხალხური რეცეპტებისთვის მიმემართა.
მირჩიეს, ტყის მარწყვის ფოთლების ნაყენი შველისო. მართლაც, დაახლოებით თვენახევრიანი კურსის შემდეგ შვება ვიგრძენი — ტკივილი შემიმცირდა, მას შემდეგ აღარც ქვიშის გავლა მქონია და აღარც კენჭისა.
მინდა ეს რეცეპტი გასწავლოთ:
- ტყის მარწყვის 1,5 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი,
- დადგით წყლის ორთქლზე 10 წუთი,
- შემდეგ გადმოდგით,
- შეაგრილეთ, გადაწურეთ და
- მიიღეთ 80-100 გ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. შედეგი რომ მიიღოთ,
ამ ნაყენის ხანგრძლივად სმაა საჭირო. მარილების გარდა, სხვა დაავადებებსაც უხდება — საერთოდ გამიუმჯობესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, თავს უკეთ ვგრძნობ, თითქოს სახსრებიც აღარ მტკივა, წონაში დავიკელი. სცადეთ, კმაყოფილი დარჩებით.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის!
ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!