არსებობს ყნოსვის დარღვევის აღმდგენი უებარი წამალი ხალხურ მედიცინაში! გარანტირებული შედეგი!
ყნოსვა ორგანიზმის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა, რომელიც არა მარტო სუნის აღქმას, არამედ გემოს შეგრძნებასაც განაპირობებს. ყნოსვის ორგანო ცხვირის ზედა სართულზე მდებარეობს და უკავშირდება მგრძნობიარე უჯრედებს, რომლებსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს ტვინის ქერქთან.
არსებობს ყნოსვის დარღვევის შემდეგი ფორმები:
სრული ანოსმია — ყნოსვის სრული უქონლობა;
ნაწილობრივი ანოსმია — ავადმყოფი მხოლოდ ზოგიერთ სუნს არჩევს;
სპეციფიკური ანოსმია — ავადმყოფს არ შეუძლია განსაზღვრული სუნის აღქმა;
სრული ჰიპოსმია — ყოველგვარი სუნის აღქმა დაქვეითებულია;
ნაწილობრივი ჰიპოსმია — დაქვეითებულია მგრძნობელობა განსაზღვრული სუნების მიმართ;
დიზოსმია — სუნის აღქმა გაუკუღმართებულია: როცა ირგვლივ სასიამოვნო სურნელი დგას, ადამიანი უსიამოვნო სუნს შეიგრძნობს ან გრძნობს არარსებულ სურნელს;
სრული ჰიპეროსმია — მომატებულია მგრძნობელობა ყოველგვარი სურნელის მიმართ;
ნაწილობრივი ჰიპეროსმია — მომატებულია მგრძნობელობა ზოგიერთი სურნელის მიმართ;
აგნოზია — ავადმყოფი ვერ გადმოსცემს, როგორ სუნს გრძნობს, მაშინაც კი, როდეს- აც ყნოსვის ფუნქცია შენარჩუნებული აქვს.
საზოგადოდ, ყნოსვა ქვეითდება, როდესაც:
• გაძნელებულია ყნოსვადი მოლეკულების მისვლა ყნოსვის ნეიროეპითელიუმთან (სუნის აღმქმელ უჯრედებთან); • დაზიანებულია უბანი, სადაც ყნოსვის რეცეპტორებია განლაგებული; • ტვინში მდებარე ყნოსვის ცენტრია დაზიანებული.
ახალგაზრდობაში ხშირად მემართებოდა ალერგიული რინიტი. მუდმივმა სურდომ და ცხვირის წვეთების გამოყენებამ ყნოსვის ზონა დამიზიანა. დიდი ძიების შემდეგ მივაგენი საშუალებებს, რომლებიც ყნოსვის აღდგენაში ძალიან დამეხმარა.
აი რეცეპტი:
10 გ დინდგელი და 50 გ ნაღების კარაქი 2 საათით ჩადგით წყლის აბაზანაში, გაწურეთ, გააცივეთ, დაამზადეთ მისგან პატარა ოვალური ფორმის სანთლები და დილა-საღამოს ნახევარ-ნახევარი საათით ტამპონებივით ჩაიდეთ ცხვირში. სასარგებლოა დღეში 5-6-ჯერ 5 წუთით მიხაკ-დარიჩინის ღეჭვაც.
გაფრთხილებთ:
საგულდაგულოდ უნდა დაღეჭოთ, მაგრამ არ გადაყლაპოთ. თუ ნებისყოფა გეყოფათ და ამას რეგულარულად გააკეთებთ, ჯერ მკვეთრ არომატს შეიგრძნობთ, მერე კი ყნოსვა თანდათანობით აღდგება.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არავითარ საფრთეს არა უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას!
ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!