მცენარე, რომელიც 50 დაავადებას კურნავს!!!  ამის შესახებ დროა ყველამ იცოდეს!

14930

მცენარე, რომელიც 50 დაავადებას კურნავს!!!  ამის შესახებ დროა ყველამ იცოდეს!

ყვავისკუდა ჭრილობებს ახორცებს და სისხლდენას აჩერებს!!

ყვავისკუდა ბევრგან იზრდება. უწინ ეს ბალახი მხოლოდ სარეველა მეგონა. არადა თურმე ჭრილობებს ახორცებს და სისხლდენას აჩერებს. ეზოშიც დავრგე ეს ბალახი, რადგან შევიტყვე, რომ კუჭის დაავადებებსაც შველის. ამ უებარი წამლით მდგომარეობა საგრძნობლად გამიუმჯობესდა.

ნაყენი ასე მზადდება:

  • 1 ს/კ გამხმარ ყვავისკუდას დაასხით
  • 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,
  • თავდახურული შეფუთეთ ერთი საათით,
  • შემდეგ გაწურეთ.

სვით თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 3 კვირაა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკურ კურსს ყოველწლიურად ვიტარებ. ყვავისკუდა ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის, რომელთაც მენსტრუაციის დროს ძლიერი სისხლდენა აწუხებთ. გარდა ამისა, მცენარის ნაყენი აღადგენს ნორმალურ ციკლს. ყველას ვურჩევ, გამოიყენოთ ეს უებარი მცენარე სამკურნალოდ. პატივისცემით,

ექიმის კომენტარი:

ყვავისკუდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მელისკუდასაც უწოდებენ. მას უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისთვის! დროა ყველამ გამოიყენოს ყოველდღიორობაში ეს გასაოცარი მცენარე!

მცენარის ფოთლები მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით:

  • ალკალოიდებით,
  • ქაფურით,
  • გლიკოზიდებით,
  • ამინომჟავებით,
  • ორგანული მჟავებით,
  • კაროტინით,
  • K ვიტამინით,
  • ასკორბინის მჟავით.

მცენარეს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური თვისება აქვს:

  • სპაზმების მომხსნელი,
  • ნაღველმდენი,
  • შარდმდენი,
  • ანთების საწინააღმდეგო,
  • ბაქტერიოციდული,
  • ანტიალერგიული,
  • ჭრილობების შემახორცებელი,
  • ჰიპოტენზიური,
  • სისხლდენის შემაჩერებელი.

აქვს მეტეორიზმის საწინააღმდეგო მოქმედება, გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების (გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სპაზმუ- რი კოლიტების, მეტეორიზმის, ჰემოროის) დროს, კუჭ-ნაწლავისა და ჰემოროიდული სისხლდენებისას. მცენარის გარეგანი გამოყენება (ჭრილობების, წყლულების სამკურნალოდ) მის ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგენერაციულ თვისებებს უკავშირდება.

მეტეორიზმი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია, რომელსაც ახასიათებს გაზების ჭარბი დაგროვება ნაწლავებში და კუჭში. შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე ატარებდეს მუდმივ ხასიათს, რაც ადასტურებს, რომ ორგნიზმში ადგილი აქვს ქრონიკულ დაავადებებს.

ჩვენი შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის!

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

frenis kompensacia
frenis kompensacia