უკვე რამდენიმე წელია ჩემი ოჯახის მენიუში რეგულარულად მაქვს ეს პროდუქტი და ძალიან კმაყოფილი ვარ! ბევრ დაავადებას მკურნალობს სწრაფად და ეფექტურად!

1674

 უკვე რამდენიმე წელია ჩემი ოჯახის მენიუში რეგულარულად მაქვს ეს პროდუქტი და ძალიან კმაყოფილი ვარ! ბევრ დაავადებას მკურნალობს სწრაფად და ეფექტურად!

ჩვენში დიდად არ აფასებენ ყვავილოვან კომბოსტოს, რომელიც მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით და კარგ შედეგებს იძლევა სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას. უკვე რამდენიმე წელია ჩემი ოჯახის მენიუში რეგულარულად მაქვს ეს პროდუქტი და ძალიან კმაყოფილი ვარ.

ყვავილოვანი კომბოსტოს სასარგებლო თვისებების შესახებ კი რამდენიმე წლის წინათ შევიტყვე, როცა ჩემი მეუღლისთვის თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო ხალხურ საშუალებას ვეძებდი. ასეთი აღმოჩნდა ყვავილოვანი კომბოსტოს წვენი.

თუ რეგულარულად დალევთ ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურულ უმარილო წვენს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული უთუოდ შეგიხორცდებათ.

რეცეპტი:

უნდა მიიღოთ 1/2 ჭიქა ახალგამოწურული ოდნავ შემთბარი წვენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე. მკურნალობის კურსი ერთი თვეა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი გამეორება. '

  1. ძალიან სასარგებლო ყოფილა ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილიც; რეკომენდებულია მისი წვენის დალევა უზმოზე, შეკრულობისა და უმადობის დროს, აგრეთვე ღვიძლის არეში სიმძიმის შეგრძნებისას.
  2. თუ ბუასილი გაქვთ, დღეში ორჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილის თბილი წვენი.

ექიმის კომენტარი:

  1. ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია უჯრედისით, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინის გამოდევნას. ყვავილოვანი კომბოსტო რეკომენდებულია სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
  2. ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K, B, B,, B ვიტამინებით, ადვილად ასათვისებელი ცილებით. 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტოს მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმს C ვიტამინის დღიური დოზით.
  3. გარდა ამისა, ეს მცენარე დაბალკალორიულია და დიეტურ პროდუქტად ითვლება. რეკომენდებულია ბავშვებისათვის, რომელთაც აწუხებთ შეკრულობა, მოზრდილებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მონელების დარღვევა, დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის პათოლოგიები, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, პოდაგრა და სხვა.
  4. ყვავილოვან კომბოსტოს საუკეთესო ეფექტი აქვს დამწვრობისა და ძნელად შეხორცებადი ჭრილობების მკურნალობისას. გატარებული კომბოსტოს ფაფას უნდა შეურიოთ ერთი კვერცხის ცილა, წაუსვათ რამდენიმე ფენად გაკეცილ დოლბანდს, დაიდოთ დამწვარ ან ნაჭრილობევ ადგილას და შეიხვიოთ.
  5. ღრძილების ანთების დროს ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი უნდა გააზავოთ ანადუღარ თბილ წყალში (1:1) და სისტემატურად გამოივლოთ პირის ღრუში.
  6. შაქრიანი დიაბეტის დროს რეკომენდებულია ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენისა და ლიმონის წვენის ნარევის მიღება (ერთ ჩაის ჭიქა კომბოსტოს წვენზე 1-2 ლიმონის წვენი, დღის განმავლობაში ერთი ჭიქა თბილი ნარევი).
frenis kompensacia
frenis kompensacia