მექსიკური საოცრება ქართულ სამზარეულოში – უგემრიელესი ენჩილადა ქათმით

504
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

დაგჭირდებათ:

• 1 ცალი. ხახვი
• 4 კბილი ნიორი
• 80 მლ. ზეითუნის ზეთი
• 400 გრამი პომიდორი
• 800 გრამი ქათმის ფარში
• 10 გრამი შაქარი
• 1,5 ჩაის კოვზი მარილი
• 0,5 ჩაის კოვზი შავი პილპილი
• 0,5 ჩაის კოვზი პაპრიკა
• 1 ჩაის კოვზი კუმინი
• 1 ჩაის კოვზი ორეგანო
• 100 გრამი ქინძი
• 300 გრამი ყველი
• 5 ცალი ტორტილა

მომზადება:

1. პირველ რიგში მომზადეთ სოუსი, რისთვისაც დაგჭირდებათ ხახვის და ნიორის გაფცქვნა და წვრილად დაჭრა, შემდეგ კი მათი მოთუშვა დაჭრილ წიწაკა ჩილისთან ერთად 5 წუთის განმავლობაში. ამ მასას ჩაუმატეთ პომიდორი საკუთარი წვენით. მოაყარეთ მარილი, შაქარი, შავი პილპილი, თუშეთ მიღებული ნაზავი 8 წუთის განმავლობაში.

2. პარალელურად სხვა ჭურჭელში უნდა მოთუშოთ ქათმის ფარში ზეითუნის ზეთში მანამ, სანამ ქათამი მოყავისფრო ფერს არ მიიღებს. დაუმატეთ პაპრიკა, მარილი, ორეგანო და კუმინი, ასევე სურვილის შემთხვევაში სხვა მექსიკური სანელებლებიც. მოთუშეთ ეს მასა 5 წუთის განმავლობაში.

3. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. სოუსის ნახევარი მოათავსეთ საცხობ ფორმაში.

4. აიღეთ ტორტილა, მოათავსეთ მასზე 3 სუფრის კოვზი ქათმის ფარში, მოაყარეთ გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი ქინძი. დაახვიეთ ტორტილა რულეტის ფორმის მსგავსად და მოათავსეთ საცხობ ფორმაში ჩასხმულ სოუსში. გაიმორეთ იგივე პროცედურა დანარჩენი ტორტილების შემთხვევაშიც.

5. როდესაც საცხობ ფორმას შეავსებთ ტორტილებით, მათ დაასხით ზემოდან სოუსის დარჩენილი ნაწილი და მოაყარეთ თავზე გახეხილი ყველიც. აცხვეთ აღნიშნული მასა გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

frenis kompensacia
frenis kompensacia