მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ამ ხალხური მეთოდით ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა! ნეტავ აქამდე მცოდნოდა!
არტერიულ წნევას ძახველით ვუმკლავდები.
- ძახველის მწიფე ნაყოფი გახეხეთ,
- შეურიეთ შაქარი (2:1).
შეინახეთ მაცივარში და მიირთვით დღის განმავლობაში შეუზღუდავი რაოდენობით. უკვე რამდენი წელია ამ გემრიელ წამალს ვაკეთებ და წნევა რა არის, აღარ მახსოვს, არადა, საკმაოდ ახალგაზრდას დამეწყო წნევის მატება. ძახველი ძალიან კარგია აგრეთვე გაციების დროს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.
ექიმის კომენტარი:
ძახველი ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება ძახველის ქერქი, რომელიც მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მცენარეში შემავალი ნივთიერება თრგუნავს ფიბრინოლიზს და ანიჭებს ჰემოსტაზურ (სისხლდენის შემაჩერებელ) ეფექტს.
ძახველში არსებული ტანინური ნივთიერებები კი კუჭში მოხვედრისას გამოლექავენ კუჭის ლორწოში შემავალ ცილებს და წარმოქმნიან ალბუმინურ ფირფიტას, რომელიც იცავს გარსის ზედაპირს გაღიზიანებისა და ანთებისგან. ძახველის ქერქი შეიცავს აგრეთვე ვალერიანისა და იზოვალერიანის მჟავებს, რომელთაც სპაზმის მომხსნელი მოქმედება აქვს, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას.
ხანგრძლივი მიღებისას აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აქვს შარდმდენი და კარდიოტონური ეფექტი. ეს ნივთიერებები წარმოადგენს პროსტაგლანდინთა წინა- მორბედებს. პროსტაგლანდინები კი მონაწილეობს ლიპიდურ ცვლაში, არტერიული წნევის რეგულაციასა და თირკმელში სისხლის მიმოქცევაში.
ძახველის პრეპარატები გამოიყენება მეან-გინეკოლოგიაში საშვილოსნოდან გახან- გრძლივებული სისხლდენის დროს მშობიარობის შემდგომ პერიოდში, მტკივნეული და ჭარბი მენსტრუაციის დროს, აგრეთვე ბუასილის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას. მკურნალობის ეფექტი სწრაფად ვითარდება და შედეგი მე-2-3 დღეს დგება.
მცენარის ქერქისა და ნაყოფის პრეპარატები გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნევრასთენიის, ისტერიის, ეპილეფსიის, ჰიპერტონიული დაავადებების დროს. ნაყოფი აძლიერებს გულის შეკუმშვათა სიმძლავრეს, ზრდის დიურეზს, აუმჯობესებს ნაწლავის მუშაობას. მას ნიშნავენ გულისა და თირკმლის დაავადებებით გამოწვეული შეშუპების, ჰიპერტონიული დაავადებების, გასტრიტების, კოლიტებისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის!
ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!
თუ მოგეწონათ სტატია, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!