როგორ ვებრძოლოთ კისრის ნაადრევ დაბერებას – ამაში ეს ნიღაბი დაგეხმარებათ

5104
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ, რომ ქალის ასაკს კისერი გასცემსო. ეს სიმართლეა, რადგან კისერზე არსებული კანი ბევრად თხელია და უფრო სუსტი კუნთები აქვს, ვიდრე სახის კანს. სწორედ ამიტომ, კისერზე შედარებით ადრე ჩნდება ნაოჭები და უფრო მარტივად ბერდება.

თუმცა, თუ კისრის კანსაც ინტენსიურად მოუვლით და სპეციალურ ნიღბებს გაიკეთებთ, მის ნაადრევ დაბერებას თავიდან აიცილებთ.

გთავაზობთ კარტოფილის ნიღაბს, რომელიც კანს ჭიმავს და ნაოჭებს ამცირებს.

დაგჭირდებათ:

2 საშუალო ზომის კარტოფილი

4 სუფრის კოვზი რძე

მომზადების წესი:

მოხარშეთ კარტოფილი, შემდეგ კი გაფრცქვენით და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ რძე და კარგად აურიეთ. წაისვით მიღებული მასა კისერზე და გაიჩერეთ 30 წთ-ის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი. ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

frenis kompensacia
frenis kompensacia