მწვანე აფთიაქი ჩვენს ოჯახში!!- სამკურნალო მცენარე, რომელიც გამოიყენება ყველაზე გავრცელებული დაავადებების სამკურნალოდ!!!

7011

მწვანე აფთიაქი ჩვენს ოჯახში!!- სამკურნალო მცენარე, რომელიც გამოიყენება ყველაზე გავრცელებული დაავადებების სამკურნალოდ!!!

დაფნა — უნიკალური მცენარე!

აქამდე დაფნა მხოლოდ დიაბეტის სამკურნალო საშუალება მეგონა, მაგრამ ბოლო დროს უფრო მეტი შევიტყვე ამ უნიკალური მცენარის სამკურნალო თვისებების შესახებ, უკვე პრაქტიკაშიც გამოვიყენ.

ახლა თქვენს მკითხველსაც მინდა გავუზიარო ჩემი გამოცდილება:

დაფნის ფოთოლი საუკეთესოა სტომატიტისა და ღრძილების ანთების სამკურნალოდ:

ამისთვის ნედლი ფოთოლი უნდა დაღეჭოთ დღეში 2-3-ჯერ.

დიაბეტისა და რევმატიული ართრიტის სამკურნალოდ დაფნის ნაყენი გამოიყენება:

  1. 30-40 ცალ დაფნის ფოთოლს უნდა დაასხათ
  2. 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი,
  3. გააჩეროთ თავდახურული ერთი საათით და
  4. მიღებული ნაყენი სვათ 2-2 ს/კ 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

ჰაიმორიტის სამკურნალოდ დაფნის ფოთლის ზეთი უნდა გამოიყენოთ:

  1.  მისი შეძენა აფთიაქშიც შეგიძლიათ, მაგრამ თავადაც შეძლებთ დამზადებას:
  2. 30 გ დაფნის ფოთოლი (ნედლი) დააქუცმაცეთ,
  3. დაასხით ერთი ჭიქა ზეთი,
  4. დადგით სიბნელეში 15დღე-ღამე,
  5. შემდეგ გადაწურეთ,
  6. დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ.

ეს ზეთი კარგი ყოფილა ნაწოლების სამკურნალოდაც და აგრეთვე ინსულტის შემდგომი ნარჩენი მოვლენების (კიდურების სისუსტე, დამბლა) მოსახსნელადაც. ზეთი თხლად უნდა შეიზილოთ დაზიანებულ კიდურებში.

ეს მართლაც კეთილშობილი მცენარე თურმე ძველი დროიდან გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ — ანადგურებს ტუბერკულოზის ბაქტერიებს და ააქტიურებს ორგანიზმს დაავადებასთან საბრძოლველად.

დაფნის დახმარებით შეგიძლიათ ფეხის ოფლიანობაც დაამარცხოთ:

  • ძილის წინ ტაშტში ჩაყარეთ 20-40 ცალი დაფნის ფოთოლი,
  • დაასხით ცხელი წყალი და
  • ამ ნაყენში ჩაყავით ფეხები 15 წუთით მაინც.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად:

  1. 15 ცალ დაფნის ფოთოლს უნდა დაასხათ 300 გ წყალი,
  2. დადგათ დაბალ ცეცხლზე,
  3. წამოადუღოთ და
  4. ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ გადმოდგათ.
  5. შემდგომ ეს ნაყენი ფოთლებიანად გადაიტანეთ თერმოსში და გააჩერეთ 3-4 საათი.
  6. გადმოწურეთ
  7. და სვით თითო ყლუპი ერთ მიღებაზე მთელი დღის განმავლობაში.

მეორე დღისთვის ახალი დაამზადეთ და იგივე გაიმეორეთ. სულ 3-დღიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ. კურსის გამეორება კი 2 კვირაში შეგიძლიათ.

ჩემს 20 წლის შვილს, რომელიც ყოველ ზამთარსა და გაზაფხულზე ავადმყოფობდა, ამ მკურნალობის შემდეგ ვირუსული ინფექცია აღარ დამართნია.

ექიმის კომენტარი:

  1. დაფნა მართლაც უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში უამრავი დაავადების სამკურნალოდ. დაფნის ფოთოლი მდიდარია ფიტონციდებით, სასარგებლო მიკროელემენტებით, ტანინებით, რომლებიც ორგანიზმიდან წიდების გამოყოფას და იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.
  2. დაფნის ფოთოლი გამოშრობისას მთლიანად ინარჩუნებს სამკურნალო ღირებულებებს. მცენარეს აქვს ანტიბაქტერიული, შაქრის დამწევი, ანტიანთებითი, სპაზმების მომხსნელი, მსუბუქი შარდმდენი, იმუნიტეტის გამაძლიერებელი მოქმედება.
  3. დაფნის ნაყენით მკურნალობისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას აქვს ჰიპოგლიკემიური ეფექტი და ამიტომ მკურნალობის პროცესში (თუ დიაბეტი არ გაქვთ), უნდა იკვებოთ ტკბილი საკვებით, რათა არ განვითარდეს ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა.
  4. გარდა ამისა, ფოთლების ნახარშმა შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა (ყაბზობა). ეს რომ არ მოხდეს, ნაყენის მიღების პარალელურად უნდა მიირთვათ პერისტალტიკის გამაძლიერებელი საკვები (ჭარხალი, შავი ქლიავი და სხვა.
frenis kompensacia
frenis kompensacia