სასიამოვნოდ გაგაოცებთ ამ საშუალების ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება!! სწრაფი და მარტივი გზა!!!

279

სასიამოვნოდ გაგაოცებთ ამ საშუალების ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება!! სწრაფი და მარტივი გზა!!!

რა არის ბრონქიტი?

ყველაფერი შეუმჩნევლად დაიწყო. არც კი გახსოვთ, როდის შეგცივდათ. უეცრად ყელიც აგტკივდათ, ცხვირიც გაგეჭედათ, ტემპერატურამაც მოიმატა... ეს სურათი თითქმის ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია.

ჩამოთვლილი სიმპტომები უმეტესად რამდენიმე დღეში უკუვითარდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მკერდის ძვლის უკან უსიამოვნო შეგრძნება იჩენს თავს და ხველაც იწყება. ბრონქიტი — არცთუ იშვიათად ასეთია ექიმის „განაჩენი“.

ბრონქიტი ბრონქების ანთებითი დაავადებაა. მწვავე ბრონქიტი, ჩვეულებრივ, ინფექციური ფაქტორების (უმეტესად — ვირუსების, ზოგჯერ — ბაქტერიების, სოკოების) ზე- მოქმედებით არის გამოწვეული, ზოგ შემთხვევაში კი ბრონქების ლორწოვანზე ქიმიური ნივთიერებების (აზოტის ჟანგის, გოგირდოვანი გაზის, ლაქის, საღებავის და ა.შ., მჟავების, ტუტეების, ტოქსიკური ნაერთების) ან ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების (თამ- ბაქოს კვამლის, მტვრის, აეროზოლის კომპონენტების) ზეგავლენის შედეგია.

ბრონქული ხის ტერმინალური (საბოლოო) ნაწილების ანთებითი დაზიანება ბრონქიოლიტს იწვევს. ის უმეტესად ბავშვთა ასაკში ვლინდება. მწვავე ბრონქიტის შესახებ მაშინ ვლაპარაკობთ, როდესაც დაავადების ნიშნების გამოვლინების ხანგრძლივობა 90 დღეს ანუ 3 თვეს არ აღემატება.

თუ სიმპტომები უფრო მეტად გახანგრძლივდა, თვეებისა და წლების განმავლობაში გასტანა, ითვლება, რომ პაციენტს ქრონიკული ბრონქიტი აქვს. მისი მთავარი მიზეზი თამბაქოს წევაა. ზოგჯერ ბრონქების ქრონიკულ ანთებას თან ახლავს მასში ჰაერის ნაკადის შემცირება. ასეთ შემთხვევებში ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაზე ლაპარაკობენ.

მე ვიცი რამდენიმე რეცეპტი, რომელიც უებარია ბრონქიტის დროს:

მწვავე ბრონქიტისას დღეში 4-5-ჯერ მიიღეთ თითო ს/კ სტაფილოს წვენისა და თაფლის ნარევი:

1 რეცეპტი

  • 1 ჭიქა სტაფილოს წვენს 2-3 ს/კ თაფლი უნდა დაუმატოთ.

2 რეცეპტი

  • დაჭყლიტეთ კანიანად მოხარშული კარტოფილი,
  • დაამატეთ 1 ს/კ მცენარეული ზეთი,
  • 2-3 წვეთი იოდი.

ნარევი წაუსვით ორფა დოლბანდზე (ან ბამბის ქსოვილზე) და დაიფინეთ მკერდზე, ზევიდან კი ცელოფანი და შალის ქსოვილი დაიფარეთ. სასარგებლოა თალგამის ახალგამოწურული წვენიც, მიიღეთ 1-2 ს/კ 5-ჯერ დღეში. თუ ბრონქიტი გაგიხანგრძლივდათ, ათქვიფეთ 2 ს/კ კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩ/კ ხორბლის ფქვილი და 2 ჩ/კ თაფლი. ნარევი მიიღეთ 4-5-ჯერ დღეში.

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!

frenis kompensacia
frenis kompensacia