რა თქმა უნდა, არსებობს მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული უამრავი კოსმეტიკური საშუალება თვალის ირგვლივ ნაოჭების გასასწორებლად, თუმცა ბევრისთვის ისინი ხელმისაწვდომი არ არის. ან რატომ უნდა გადავიხადოთ ფული, როცა შეგვიძლია სახლში მოვამზადოთ ძალიან მარტივად ნაოჭების გასასწორებელი ეფექტური კრემი.
1. თავდაპირველად მოამზადეთ ჭურჭელი, რომელშიც შეინახავთ კრემს. გამოდგება ძველი კრემის ჭურჭელი. კარგად გარეცხეთ, რომ ძველი კრემის კვალი და სუნი არ დარჩეს. შუშის ჭურჭელში ვდებთ 25 გრ ახალ კარაქს.
2. ვამზადებთ გვირილისა და ცაცხვის ყვავილის ნაყენს. თითო კოვზ ბალახს ვასხამთ ნახევარ ჭიქა ადუღებულ წყალს, მიგვყავს ადუღებამდე, ვიღებთ ცეცხლიდან, ვახურებთ სახურავს და ვაცლით გაციებას. კარაქში ვამატებთ 10 მლ ბალახეულის ნაყენს, დანარჩენ სითხეს დასაბანად გამოვიყენებთ.
3. მასას ვამატებთ 5 მლ აბუსალათინის ზეთს, რომლის შეძენაც თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში.
4. ყველაფერს ვურევთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. გადაგვაქვს წინასწარ მომზადებულ ჭურჭელში და ვინახავთ მაცივარში. კრემი გამოიყენეთ დღეში ორჯერ. თხელ ფენად დაიდეთ თვალის ირგვლივ და ნაზად გაინაწილეთ, ისე, რომ არ გაჭიმოთ კანი.