ის რასაც არავინ გეტყვით ნიგოზზე!! და რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, როცა ის თქვენი საკვები რაციონის ნაწილი იქნება!!

23622

ის რასაც არავინ გეტყვით ნიგოზზე!! და რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, როცა ის თქვენი საკვები რაციონის ნაწილი იქნება!!

ახალი კვლევების მიხედვით, ყოველ დღე ნიგოზის მიღება გულის დაავადებების გაჩენის რისკს შეამცირებს. ნიგოზის მირთმევიდან 4 საათში სისხლში ქოლესტერინის დოზის მაჩვენებელი უმჯობესდება.

ექიმის თქმით: “თუ კვირის განმავლობაში 4 დღე 5 ცალ ნიგოზს მიირთმევთ, გულის დაავადების გაჩენის რისკი თითქმის ნულს გაუტოლდება.” ამასთანავე, იგი ხელს უშლის სისხლში თრომბების წარმოქმნას და არეგულირებს არტერიულ წნევას.

იგი, ასევე, ორგანიზმში იოდის დონეს აბალანსებს. მოგეხსენებათ, იოდი ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს არეგულირებს. სწორედ მისი შემცველობის გამო გვიშავდება ხელები, როდესაც კაკალს ვარჩევთ. ეს მიზეზები ხსნის, თუ რატომ არის კაკალი სასრგებლო პროდუქტების ჩამონათვალში.

გარდა ამისა, ნიგოზი ძალიან სასარგებლოა გონებისთვისაც, ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს და ადამიანს აზროვნების პროცესი უფრო უადვილდება.

იმისთვის, რომ ნიგოზი ხშირად მოხვდეს თქვენს ორგანიზმში გირჩევთ, რომ სათქვეფში ხილთან ერთად ათქვიფოთ და ასე მიიღოთ, ან შეურიოთ სხვადასხვა სალათში.

გარდა ამისა ნიგოზი აწარმოებს ფერმენტებს: ტრიფსინს და ქიმოტრიფსინს, რაც კუჭის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

ნიგოზი შეიცავს რა 77%-მდე ცხიმოვან ზეთს და 21%–მდე ცილას, კალორიების მიხედვით საუკეთესო ჯიშის ღორის ხორცზე მაღლა დგას.

ნიგოზი არის კაროტინი, C ვიტამინი,რომელიც ყველაზე მეტი არის უმწიფარი ნაყოფის ნაყოფედში (3%–მდე), B, E და E1 ჯგუფის ვიტამინები, რკინისა და კობალტის მარილები. C ვიტამინის რაოდენობით უმწიფარი ნაყოფი არ ჩამოუვარდება შავ მოცხარს და ასკილის ნაყოფს, ამიტომაც მათგან ამზადებენ ვიტამინურ კონცენტრატებს.

გარდა ამისა, ნაყოფებში გვაქვს ბევრი მთრიმლავი ნივთიერება და მღებავი ნივთიერება იუგლონი, რომელსაც აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება.

ძველად სჯეროდათ, რომ ადამიანის ტვინის მსგავსი ფორმის კაკალი შველოდა თავის ტკივილს, ასაზრდოებდა გონებას. თანამედროვე მეცნიერებაც ამას ადასტურებს. განსაჯეთ: A, B1, B2, E, PP, C ვიტამინები, კობალტი, რკინა, თუთია, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი – ეს ხომ ნაჭუჭში მოქცეული მთელი აფთიაქია.

ნიგოზი მიკროელემენტ ბორის ერთადერთი წყაროა, რომელიც საჭიროა ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობისთვის, ამცირებს მოტეხილობის რისკს, სახსრების ტკივილს. ნიგოზი შეიცავს სპილენძს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის აწევას, ამდიდრებს უჯრედებს ჟანგბადით, განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, თუ დიდხანს გიწევთ გაუნიავებელ ოთახში ყოფნა.

ნიგოზში ბევრი მინერალი (კალიუმი, კალციუმი და სხვ.) და მიკროელემენტებია, რომლებიც არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს. გარდა ამისა, ის მდიდარია უჯრედისებით, რომლებიც აწესრიგებენ ნაწლავთა მოქმედებას და სწრაფად გამოდევნიან ორგანიზმიდან წიდებს.

ლეციტინი, რომელსაც ნიგოზი შეიცავს, ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას, ხოლო მაგნიუმი – ებრძვის სტრესს. სელენი და იოდი ასტიმულირებენ ჯირკვლების ფუნქციას. ის შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო უჯერ ცხიმებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ააქტიურებს სისხლის მოძრაობას.

სრულიად საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ბოსტნეულის სალათებს დაამატოთ კაკლის ზეთი, რომ ქოლესტერინის დონე არა მარტო ნორმამდე მიიყვანოთ, არამედ რამდენიმე თვე სტაბილურობაც შეუნარჩუნოთ. დამტკიცებულია, რომ ვინც ყოველდღე ჭამს არანაკლებ 5 ცალ ნიგოზს, სისხლში ქოლესტერინის დონე 12%-ით უმცირდება.

დღეში რეკომენდებული 4–5 კაკალი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ვინაიდან E ვიტამინს შეიცავს. ნიგვზის ჭამას ურჩევენ ავიტამინოზის დროს, ასევე ავადმყოფობის გადატანის შემდეგ, როგორც ძლიერ აღმდგენ საშუალებას.

ის ბევრ უჯრედისსა და ცხიმს შეიცავს, რაც ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს.კაკალი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა პროფილაქტიკისა და დაავადებების სამკურნალოდ (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია), ასევე – ნერვული დაძაბულობისა და აშლილობის, უძილობის, დაღლილობის მოსახსნელად და იმუნიტეტის გასამაგრებლად.

ათეროსკლეროზის დროს დიეტურ კვებაში კაკლის დადებითი მოქმედება აიხსნება იმით, რომ მისი თესლის ზეთი მდიდარია არამიწიერი ცხიმმჟავებით.

ნიგოზის ზეთი და უჯრედისი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ კაკალი ხანშიშესულ ასაკში და სიმსუქნისას, იგი სასარგებლოა გულის იშემიური და ღვიძლის დაავადებების დროსაც.

frenis kompensacia
frenis kompensacia