გრიპის დროს ხალხური რეცეპტები ბევრად ეფექტურია ვიდრე ტრადიციული მედიცინა!! აუცილებლად სცადეთ ეს საშუალება  საწყის ეტაპზე!!!

329

გრიპის დროს ხალხური რეცეპტები ბევრად ეფექტურია ვიდრე ტრადიციული მედიცინა!! აუცილებლად სცადეთ ეს საშუალება  საწყის ეტაპზე!!!

ბოლო დროს ბევრი ითქვა და დაიწერა გრიპზე, მაგრამ საყოველთაო პანიკა ვერაფერმა ჩააცხრო. არადა, არც ისე რთულია მასთან გამკლავება, მთავარია, ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან. პირველ რიგში, რაღა თქმა უნდა, ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვაა აუცილებელი, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ოთახის დატენიანება – გამომშრალი ჰაერი აშრობს სასუნთქი გზების ლორწოვანს.

მშრალ ლორწოვანს კი უჭირს ვირუსების შეკავება, ამიტომ სასუნთქი გზების თავდაცვისუნარიანობას გავზრდით, თუკი ცხვირში ზეითუნის ზეთს გამოვისვამთ. საძინებელ ოთახში ნუ დადგამთ ელექტროღუმელს ანდა პერიოდულად ააორთქლეთ ცოტა წყალი.

ოთახში დააფინეთ სველი ნაჭერი, რომლის გაშრობისას აორთქლებული წყალი დაატენიანებს ჰაერს. თუ გრიპი მაინც დაგემართათ, ნუ შეშინდებით. გასწავლით რეცეპტს, რომელიც საუკეთესოდ იცავს ორგანიზმს გრიპისა და გაციებისგან.

რეცეპტი

  • მდუღარეწყლიან ჭიქაში ჩაყარეთ ჩაის კოვზის წვერით დანამცეცებული კოჭა,
  • ამდენივე პიტნა
  • და 1 კბილი ნიორი.
  • დადგით 15 წუთი
  • და შემდეგ თბილი ნაყენი ყლუპ-ყლუპად დალიეთ.

ერთი ულუფის მიღებაც კი საკმარისია, რომ ორგანიზმი შიგნიდან გახურდეს და გაუმკლავდეს ნებისმიერ ვირუსს.

ამასთან ერთად, ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად საჭიროა ბუნებრივი ვიტამინების მიღება:

  • 1 ს/კ ჭინჭრის ფოთლების,
  • 2 ს/კ ასკილისა
  • და 1 ს/კ კუნელის ნაყოფის 1 ს/კ ნარევს
  • დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი,
  • დაახურეთ თავსახური,
  • შეფუთეთ 1 საათის განმავლობაში,
  • გადაწურეთ,
  • მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.

თუმცა ვისაც მაღალი პროთრომბინი აქვს, მისთვის ჭინჭრის ნაყენის მიღება მავნებელია. მოამზადეთ მხოლოდ ასკილისა და კუნელის ნარევის ნაყენი.

 ექიმის კომენტარი:

კოჭა ანუ ჯანჯაფილი სურნელოვანი მცენარეა და მას სანელებლად იყენებენ. კოჭა გავრცელებულია ავსტრალიასა და იაპონიაში, თუმცა ჩვენშიც იზრდება. აქვს დამუხვლილი ფესურა, საიდანაც ვითარდება ცალკეული ყლორტები. ლანცეტისებური ფორმის ფოთლები ყლორტებზე მორიგეობით სხედან. აქვს იისფერი ყვავილების ყვავილედები.

ჯანჯაფილი მოხსენიებულია ძველ ქართულ სამკურნალო ძეგლებში ზანჯაბილის და სანჯაბილის სახელწოდებით. წამლებში იხ- მარებოდა მისი ფესვი კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ. ამ მცენარეს იყენებს ტიბეტური მედიცინაც, თუმცა მისი ანტივირუსული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეფექტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის.

მეორე რეცეპტის კომპონენტები: კუნელი, ჭინჭარი და ასკილი ვიტამინებით მდიდარი მცენარეებია და მათი ნაყენი უდავოდ გააძლიერებს ორგანიზმის იმუნურ თვისებებს, გაააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და მოამზადებს ორგანიზმს ყოველგვარ ინფექციასთან გასამკლავებლად.

Facebook კომენტარები