ეს ძლიერი და 3000 წლის წინანდელი წამალი კურნავს დისბაქტერიოზს! მის სამკურნალო გამოყენებას საზღვარი არ აქვს!!!

981

ეს ძლიერი და 3000 წლის წინანდელი წამალი კურნავს დისბაქტერიოზს! მის სამკურნალო გამოყენებას საზღვარი არ აქვს!!!

ადამიანის ორგანიზმში 500-მდე მიკროორგანიზმი ბინადრობს. მათ რამდენიმე ჯგუფად: ობლიგატურ (აუცილებელ), ფაკულტატურ (პირობითად პათოლოგიურ) ყოფენ. ნაწლავთა ფლორის და ტრანზიტორულ (შემთხვევით) მიკროორგანიზმებად ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ და ადამიანის ორგანიზმს იცავენ.

პირველ ყოვლისა, უზრუნველყოფენ ნაწლავის სტაბილურ მიკრობულ შემადგენლობას. სასარგებლო ბაქტერიები გამოიმუშავებენ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და მონაწილეობენ:

  • საჭმლის მონელების პროცესში,
  • ხელს უწყობენ ზოგიერთი აუცილებელი ნივთიერების (D ვიტამინის, რკინის, კალციუმის) შეწოვას,
  • B ჯგუფის, C, K ვიტამინების,
  • ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავას სინთეზს,
  • ანტიბიოტიკური ნივთიერებების გამომუშავებით თრგუნავენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას
  • და ასტიმულირებენ იმუნიტეტს.

როგორც კი სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობა შემცირდება, პათოლოგიური ბაქტერიები გამრავლებას იწყებენ, ტოქსინებს გამოიმუშავებენ და ორგა- ნიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენენ. ერთი სიტყვით, ვითარდება დისბაქტერიოზი ანუ ორგანიზმის მიკრობული წონასწორობის რღვევა.

ჩემს შვილს დისბაქტერიოზი დაუდგინეს. ძალიან ბევრი წამალი დაუნიშნეს, მაგრამ მკურნალობა სულ რამდენიმე კვირას გასტანდა ხოლმე, მერე ყველაფერი თავიდან იწყებოდა. გადავწყვიტე, ხალხური რეცეპტებითაც მივხმარებოდი და დავიწყე ძებნა.

ჩემდა გასაკვირად, ასეთი საშუალება კომშის თესლი აღმოჩნდა:

  1. 2 ჩ/კ თესლს (კურკებს) დაასხით
  2. 2 ჭიქა მდუღარე წყალი,
  3. 10 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე,
  4. შემდეგ გადაწურეთ,
  5. დადგით 6 საათი.
  6. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა ნახარში 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ ნაყენის სმა ჩემმა შვილმა მედიკამენტური კურსის დამთავრების შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ დაავადება აღარ გამწვავებია და აღარც წამალი დასჭირვებია. კომშის თესლის ნაყენი კარგი ყოფილა ხველისა და ხმის ჩახლეჩის დროსაც. დისბაქტერიოზით შეწუხებულ ყველა ადამიანს ვურჩევ, გამოიყენოს ეს რეცეპტი.

 ექიმის კომენტარი:

დისბაქტერიოზის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნაწლავთა ლორწოვანი გარსის მდგომარეობას, ნაწლავის ზედაპირზე ლორწოს რაოდენობას და კონსისტენციას. სწორედ მასში მრავლდება ის სასარგებლო ბაქტერიები, რომელთა ნაკლებობაც ამწვავებს ამ დაავადებას.

კომშის თესლი კი დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფს და ამ ლორწოს აქვს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის დამცავი თვისება. ამიტომ კომშის თესლის ნაყენი წარმატებით გამოიყენება გასტროენტერიტების, სპაზმური კოლიტების, მეტეორიზმის, დისბაქტერიოზის დროს.

ამ ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ლორწოვანის შემომგარსველი ეფექტიც. სწორედ ლორწოს შემცველობის გამო კომშის თესლის ნაყენი დადებით შედეგს იძლევა ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს — იგი ათხელებს ნახველს და აადვი- ლებს ამოხველებას.

frenis kompensacia
frenis kompensacia