ღმერთის საჩუქარი-ნარევი, რომელიც უაბარია უმადობის დროს! ეს ნამდვილად არ გეცოდინებათ!

265

ღმერთის საჩუქარი-ნარევი, რომელიც უაბარია უმადობის დროს! ეს ნამდვილად არ გეცოდინებათ!

ზოგ ბავშვს, მშობლების გასახარად, მგლის მადა აქვს და რაც არ უნდა აწუხებდეს, ჭამაზე უარს ვერ ათქმევინებ, ზოგი კი, მცირე უქეიფობა და საჭმელს მაშინვე ცხვირს უბზუებს. თუმცა ყოველ მათგანს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც ნორმალური განვითარებისთვის სავსებით საკმარისია.

ასე რომ, თუ თქვენს ბაიას მეზობლის ღიპუცასავით ფუმფულა ლოყები არ ამშვენებს, ეს ნუ დაგამწუხრებთ. მთავარია, პატარამ წონა ასაკობრივი ნორმის შესაბამისად მოიმატოს. კარგა ხანია დამტკიცებულია, რომ ჯანმრთელობას სიმსუქნესთან, ისევე როგორც ავადმყოფობას სიგამხდრესთან, არაფერი აქვს საერთო.

აი, უმადობა კი სულ სხვა საქმეა. თუ ბავშვი ძალიან ცოტას ჭამს და იმასაც გამორჩევით, დედის შეშფოთება გასაგებია. სხვა სასარგებლო ნივთიერებების უკმარისობა ხომ იმუნიტეტს აქვეითებს და ორგანიზმს ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს უკარგავს. ამიტომაც უნიშნავენ ასეთ დროს ბავშვს პოლივიტამინებისა და მინერალების ნაკრებს.

სად მიდის მადა?

ბავშვი სიჯიუტის თანდაყოლილი ინსტინქტით იბადება. თუ ჭამას დააძალებენ, ბუნებრივია, პროტესტის განცდა გაუჩნდება და საკვები, რომელიც მასში უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს, შესაძლოა სამუდამოდ შეიძულოს.

არსებობს კიდევ ერთი სირთულე: მუდამ ერთი და იგივე საკვები პატარას ადრე თუ გვიან ბეზრდება და მის დანახვაზე უსიამოვნოდ აჟრჟოლებს, ზოგჯერ პაწიას თანდათანობით კი არა, ერთბაშად აძლევენ ახალ საკვებს. მაგალითად, უფრო მაგარს. ის კი თხიერს არის მიჩვეული, მაგარი ლუკმის ღეჭვა უჭირს და ჭამაზე საერთოდ უარს ამბობს.

უმადობა კბილების ამოჭრის დროსაც იჩენს თავს, ხვეწნა-მუდარა და დაძალება კი ამ დროს საქმეს სულმთლად აფუჭებს. ავადმყოფობა ხომ მადის ნამდვილი მტერია! უმადობა შესაძლოა გამოჯანმრთელების შემდეგაც გაჰყვეს პატარას.

თუ შეეცდებით, მადის გაღვიძების პროცესი დააჩქაროთ და ახალნაავადმყოფარ ბავშვს საკვებს დააძალებთ, საპირისპირო შედეგს მიიღებთ.

მადის მოსაგვრელად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი ანთებითი დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ ასისთავას ნაყენი ან ნახარში.

ნაყენი:

  • 1 ს/კ ასისთავას ბალახს დაასხით
  • 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი,
  • შეფუთეთ,
  • ნახევარი საათი გააჩერეთ
  • და გაწურეთ.
  • მიიღეთ თითო ს/კ დღეში 3-ჯერ,
  • ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ნახარში:

  • 2 ს/კ ბალახს დაასხით
  • 1 ჩ/ჭ მდუღარე,
  • 15წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე წყლის აბაზანაში,
  • გაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე.
  • მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ასისთავას ნახარში უხდება კუჭის წვენის მაღალმჟავიანობას, დიზენტერიას, დისპეფ- სიურ მოვლენებს, მეტეორიზმს, გულძმარვასა და პირღებინებას.

Facebook კომენტარები