ინფორმაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეთ! აღკვეთეთ ანემია ამ საოცარი ნაყენის გამოყენებით!
სისხლი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ცირკულირებს, პლაზმისა და სამი ბიბის უჯრედებისგან შედგება. ეს უჯრედებია ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები. სწორედ ერითროციტები აწვდიან ჟანგბადს მთელ ორგანიზმს, მის ქსოვილებსა და ორგანოებს.
ჟანგბადით მდიდარ სისხლს შეუძლია ორგანიზმი ენერგიით უზრუნველყოს და კანს ნორმალური, ჯანმრთელი ფერი მიანიჭოს. ჟანგბადის გადატანას კი ერითროციტები მასში არსებული პიგმენტის — ჰემოგლობინის მეშვეობით ახერხებენ.
ანემია ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში არ არის საკმაო ოდენობის ჰემოგლობინი და ერითროციტები, რის გამოც ქსოვილებს სათანადო ოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება. სადღეისოდ ანემიის მრავალი სახეობაა ცნობილი. თითოეული მათგანი განსაზღვრულ ფაქტორს უკავშირდება.
ანემიის ნიშნები
ანემიის სხვადასხვა ტიპს რიგი საერთო კლინიკური ნიშანი აქვს:
- სისუსტე,
- კანის სიმშრალე,
- გულის ფრიალი,
- ქოშინი,
- გულმკერდის ტკივილი,
- თავბრუსხვევა,
- მეხსიერების დაქვეითება,
- კიდურების გაცივება,
- თავის ტკივილი.
თუმცა ეს სიმპტომები მოგვიანებით ხდება თვალსაჩინო, განსაზღვრულ ეტაპამდე კი დაავადება შეუმჩნევლად მიმდინარეობს და მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზით ვლინდება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი პერიოდულად სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ანემიის მაღალი რისკი აქვს.
ანემიის მიზეზები ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში სისხლის უჯრედების უმთავრესი ნაწილი რეგულარულად წარმოიქმნება ძვლის ტვინში წითელ, ღრუბლისებრ ნივთიერებაში, რომელიც დიდი ზომის ძვლების ღრუებშია მოთავსებული.
ჰემოგლობინისა და ერითროციტების რეგულარული პროდუქციისთვის კი ორგანიზმს სჭირდება რკინა, ცილა და ზოგიერთი რამდენიმე ხნის წინათ ოპერაცია გავიკეთე, რის მერეც საშვილოსნოდან სისხლდენა კარგა ხანს არ შემიწყდა. ბუნებრივია, ანემია დამემართა. სისხლნაკლებოის საწინააღმდეგოდ ვსვამდი ექიმების მიერ გამოწერილ უამრავ ვიტამინს და რკინის შემცველ აბს, მაგრამ ვერ მიშველა. ჰემოგლობინი საგრძნობლად დამიქვეითდა.
სისხლდენასაც ვერაფრით ვაჩერებდით — რამდენიმე ხნით წყდებოდა, მერე განახლდებოდა ხოლმე. ერთ დღეს ჩემი გასაჭირი მეზობელს შევჩივლე. იგი სამკურნალო მცენარეებით არის გატაცებული. მირჩია, სამყურა ბალახის ნაყენი მიმეღო, რომელიც უებარი ყოფილა ანემიისა და სისხლდენის დროს.
ნაყენი ასე მზადდება:
- 1 ს/კ გამხმარ და დაქუცმაცებულ სამყურას ყვავილს
- უნდა დაასხათ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი
- და ნახევარი საათით დააყენოთ.
პირველ დღეებში, როგორც სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას, 2-3 საათში ერთხელ ვიღებდი თითო სუფრის კოვზს, 3-4 დღის შემდეგ სისხლდენა საგრძნობლად შემიმცირდა (შეიძლება ითქვას, შემიწყდა). ამის შემდეგ სამყურათი ანემიის მკურნალობა დავიწყე.
ვიღებდი იმავე ნაყენს, ოღონდ ამჯერად 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ. ნაყენს ერთი თვე ვსვამდი. ამ ხნის განმავლობაში სისხლდენას აღარ შევუწუხებივარ. ჰემოგლობინი საგრძნობლად მომატებული აღმომაჩნდა. ეს ყველაფერი მხოლოდ სამყურას დამსახურება იყო, რადგან ამ ხნის განმავლობაში სხვა წამალს აღარ გავკარებივარ.
მინდა ყველა ქალს ვურჩიო, მსგავსი პრობლემების დროს გამოიყენონ ეს ძალიან უბრა ლო, მაგრამ ეფექტიანი საშუალება.