დაივიწყეთ უამრავი დაავადება! ლაშქარას ფესვზე დამზადებული ნაყენი ნამდვილი სასწაულია!

256

დაივიწყეთ უამრავი დაავადება! ლაშქარას ფესვზე დამზადებული ნაყენი ნამდვილი სასწაულია!

ლაშქარას ფესვის ნაყენი მზადდება მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. ოკოპნიკის ფესვისაგან და 70% ხორბლის სპირტისგან. კონცენტრაცია არის 1:10. ნაყენი არის საკმაოდ ეფექტური და იძლევა კარგ შედეგებს.

არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლაშქარას სამკურნალო თვისებები ალანტოინის და როზმარინის მჟავას დამსახურებაა. ეს ნაერთები ადვილად აღწევენ კანში, აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ტკივილგამაყუჩებელი და შეშუპების დამცხრობი ეფექტი.

როზმარინის მჟავას აქვს თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარი, ხოლო ალანტოინს ეპიდერმისის და ქსოვილების რეგენერაციის უნარი.

ლაშქარას გამოყენების სპექტრი ფართოა და მოიცავს არა მარტო მედიცინას. ყველაზე ხშირად ფესვისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ რთულად შეხორცებადი ტრავმების დროს. ის დამხმარეა შემდეგი სახის პრობლემების დროს:

  1. დაჭიმულობა.
  2. ნაღრძობი.
  3. სისხლჩაქცევები.
  4. ზურგისა და კუნთების ტკივილი.
  5. რევმატიზმი.
  6. სახსრების ტკივილი.
  7. ოსტეოპოროზი.
  8. დამწვრობა.
  9. მოყინვა.
  10. კანის გაღიზიანება.
  11. კანის წყლულოვანი დაზიანება.
  12. ღია და დახურული მოტეხილობა.
  13. მყესების დაჭიმულობა და გაწყვეტა.

ლაშქარას ფესვი შეიცავს ნუტრიენტების კომპლექსს, რომელიც სწრაფად ხსნის ძვლებისა და სახსრების ტკივილს, შეშუპებას და ანთებას. ძირითადი კომპონენტია ნივთიერება ალანტოინი.

ეს აჩქარებს ინერტული ქსოვილების შერწყმას, აქვს გამოხატული რეგენერაციული ეფექტი, ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას და აღადგენს დაზიანებულ ადგილებს.

გამოიყენება სავლებ საშუალებად ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს. სპორტსმენები მას აფასებენ მისი უნარის გამო, შეამსუბუქოს ტკივილი კუნთების დაჭიმვისა და ტრავმების დროს. ლაშქარას ექსტრაქტი შედის ბევრი ფარმაკოლოგიური პრეპარატის შემადგენლობაში.

მეცნიერული კვლევები ადასტურებს მის უნარს დადებითი ზემოქმედება მოახდინოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვან გარსზე, იმუნურ სისტემაზე და ლეიკოციტების გამომუშავებაზე. ივარაუდება, რომ მას შეუძლია კიბოს განკურნება.

შინაგანი გამოყენება

15-25 წვ. გახსენით 30 მლ. თბილ ანადუღარ წყალში და მიიღეთ დღეში 3 ჯერ. ჭამამდე 30 წუთით ადრე. არაუმეტეს 10 დღისა.

გარეგანი გამოყენება

ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კომპრესების სახით ასევე შეიზილოთ პრობლემურ ადგილებში. არ გამოიყენოთ ღია ჭრილობებზე.

frenis kompensacia
frenis kompensacia