მინი აფთიაქი, რომელიც მოგზაურობის დროს გამოგადგებათ

85
სამოგზაურო მინი აფთიაქი

მოგზაურობას ბევრი დაგეგმვა სჭირდება, იქნება ეს სამუშაო თუ ოჯახური შვებულება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სახლიდან გასვლამდე იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩალაგებული გაქვთ საჭირო მედიკამენტები, რომლებსაც რეგულარულად იღებთ ან ატარებთ უსაფრთხოების მიზნით.

თუ თქვენ მუდმივად იღებთ მედიკამენტებს, შეიძლება გაგიჭირდეთ მოგზაურობა, მაგრამ არ მისცეთ ამას საშუალება, რომ შეგიშალოთ ხელი სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებაში, ოჯახის, მეგობრების ან საოცნებო ადგილების მონახულებაში, რომელთა ნახვაც დიდი ხანია გსურთ.

რა სირთულეს შეიძლება გადავაწყდე, თუ აქედან არ წავიღებ მინი აფთიაქს?

რჩევის სახით უნდა იცოდეთ, რომ ევროპის ქვეყნებში, არც თუ ისე ხშირად შეხვდებით 24 საათიან აფთიაქს. ასევე, მედიკამენტების ფასი შესაძლოა იყოს განსხვავებული და შედარებით ძვირი, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. ამასთანავე, შეძენისას შეიძლება დაგჭირდეთ რეცეპტი, რაც ცოტა გაგირთულებთ მოგზაურობას.

რომელი მედიკამენტები უნდა წავიღოთ მოგზაურობისას?

მინი აფთიაქის წაღება, არც ისე დიდ ადგილს წაგართმევთ, ამიტომ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ხელბარგში. პირველ რიგში, ჩანთაში უნდა მოათავსოთ ის მედიკამენტები, რომლებსაც რეგულარულად იყენებთ. თუ გაწუხებთ წნევები, თან წაიღეთ წნევის წამლები. პროფილაქტიკის მიზნით ჩადეთ ტკივილგამაყუჩებელიც. თუ მგზავრობა არ გიყვართ, გთავაზობთ წაიღოთ დრამინა ან სხვა ალტერნატიული საშუალება, გულის რევის შეგრძნების შესამსუბუქებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ მგზავრობისას, კარგი იქნება თუ ალერგიის საწინააღმდეგო წამლებსაც წაიღებთ. იმის და მიუხედავად, ალერგიული ვართ თუ არა, როცა მივდივართ უცხო ქვეყანაში, შეიძლება განსვავებული კერძის გასინჯვა მოგვიწიოს და აღმოვაჩინოთ რომ რაღაც ნივთიერებაზე ალერგიულები ვართ.

ზოგადი რჩევები უსაფრთხოებისთვის:

  • შეინახეთ წამალი თავისივე კონტეინერში. ეს უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
  • არ მოათავსოთ სხვადასხვა მედიკამენტი ერთ კონტეინერში სივრცის დაზოგვის მიზნით.
  • წაიღეთ მედიკამენტების დამატებითი მარაგი იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენ ვერ დაბრუნდებით სახლში დაგეგმილი დროის მიხედვით.
  • შეინახეთ წამალი შესაბამის ტემპერატურაზე. ზოგიერთი მედიკამენტი უნდა ინახებოდეს მაცივარში, ზოგი კი ოთახის ტემპერატურაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
  • თავიდან აიცილეთ წამლის დასველება. შეინახეთ იგი წყალგაუმტარ კონტეინერში.
  • სიფრთხილე გამოიჩინეთ ბავშვებთან. ყოველთვის შეინახეთ წამალი ბავშვის რეზისტენტულ კონტეინერებში.
  • თან იქონიეთ თქვენი მედიკამენტები თვითმფრინავის სალონში, რათა თავიდან აიცილოთ ექსტრემალური ტემპერატურის ზემოქმედება თვითმფრინავის ქვედა ნაწილში. ეს ასევე უზრუნველყოფს, რომ თქვენ გექნებათ ისინი ხელთ, იმ შემთხვევაში, თუ დაგჭირდებათ ფრენისას ან ბარდი დაგვიანებს.

თუ გეგმავთ სამოგზაუროდ წასვლას, თავი მშვიდად და დაცულად რომ იგრძნოთ, ეს რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ რაიმე სახის ჯანმრთელობის გართულება მანამ, სანამ თქვენი ქვეყნისგან შორს იქნებით. 

მედიკამენტების სწორად შერჩევის გარდა, სიმშვიდეს კარგად დაგეგმილი მოგზაურობაც უზრუნველყოფს. ამაში კი Aviabiletebi.online -ის საძიებო სისტემა დაგეხმარებათ. თქვენ სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ თვალი გადაავლოთ ყველა ავიაკომპანიის და სააგენტოს შემოთავაზებას ერთ სივრცეში, ასევე მოახდინოთ ფილტრაცია თარიღების, აეროპორტების და ფასების მიხედვით და შეარჩიოთ თქვენზე მორგებული ავიაბილეთები.

Facebook კომენტარები