ჭარხალი-წარმოუდგენლად სასარგებლო! მას შეუძლია დაგეხმაროთ მხედველობის აღდგენაში!!!

1039

ჭარხალი-წარმოუდგენლად სასარგებლო! მას შეუძლია დაგეხმაროთ მხედველობის აღდგენაში!!!

მეცნიერული კვლევები ,  რა გავლენა აქვს ჭარხალს ჩვენს მხედველობაზე?
ჭარხლის შესწავლისას მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს ნიტრიტებზე და იმაზე, თუ როგორ გამოიმუშავებენ ისინი ორგანიზმში აზოტის ოქსიდს. ასევე გამოკვლეული იყო მცენარეული საშუალების ეფექტი ბადურის მიკროცირკულაციაზე.

ჭარხლის  სარგებელი ჯანმრთელობისთვის!

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგამოწურული უმი ჭარხლის წვენი დადებით გავლენას ახდენს რძემჟავას ცვლაზე და ხელს უშლის სიმსივნეების წარმოშობას. სხვა ძირხვენებს ჭარხალი სამკურნალო-დიეტური თვისებებით სჯობნის.

მასში უხვად არის გულის მუშაობისა და სისხლის მჟავატუტოვანი წონასწორობისთვის აუცილებელი კალციუმი და კალიუმი, ამინმჟავების, რკინისა და თუთიის შემცველობით კი მას ვერც ერთი სხვა ბოსტნეული ვერ შეედრება. კალიუმთან ერთად ჭარხალი ორგანული ქლორის წყაროც არის - ამ ნივთიერების წყალობით იწმინდება ორგანიზმი წიდისგან.

ჭარხალში ბევრია კობალტი, რომელზეც არის დამოკიდებული ვიტამინ ბ12-ის სინთეზი, ასევე - საპონინები, რომლებიც ქოლესტერინს ნაწლავებში ბოჭავს, ამიტომ ყოველდღიურ მენიუში ჭარხლის ჩართვა განსაკუთრებით იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომელთაც მომატებული აქვთ ქოლესტერინი.

ჭარხალი მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის, მეხსიერებისთვის, ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგი ორსულებისთვის, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის.

ჭარხალში ასევე ბევრია ფოლიუმის მჟავა, რომელიც სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს. ამ სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარია როგორც ჭარხლის ფესვი (ძირხვენა), ასევე ფოთლები, ხოლო ცილები (ამინმჟავები) და მინერალური ნივთიერებები ფოთლებში 2-3-ჯერ უფრო მეტია. ეს ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილთათვისაც.

ჭარხლისგან პატარას შეგიძლიათ მოუმზადოთ წვნიანიც, სალათაც, ოღონდ აუცილებლად მოხარშული მიეცით.

გთავაზობთ ზრდის ელექსირის რეცეპტს, რომელიც უმი ჭარხლის წვენისგან მზადდება:

  • 100 მლ უმი ჭარხლის წვენს
  • დაუმატეთ 100 მლ ცივი,
  • ანადუღარი ან პასტერიზებული რძე.
  • მიეცით მოზარდს 10 დღის განმავლობაში 3 თვე ზედიზედ,
  • შემდეგ 6 თვე დაასვენეთ და
  • 3-თვიანი კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.

თუ უმი ჭარხალი გულისრევას, კუჭის აშლილობას, მუცლის შებერვას იწვევს, შეიძლება ამგვარად მიიღოთ:

  • 6 კგ უმ, გარეცხილ, მრგვალად დაჭრილ ჭარხალს
  • დაასხით 5 ლ ცივი წყალი,
  • ადუღეთ და ხარშეთ,
  • ვიდრე წყალი 1 ლ-მდე არ დაიკლებს.
  • გადაწურეთ, გააცივეთ და მაცივარში შედგით.
  • ყოველ დილით, უზმოზე,
  • მიიღეთ 100 მლ ნახარში და
  • დააყოლეთ 100 მლ ცივი რძე.
  • სვით 10 დღის განმავლობაში ან 3 თვე ზედიზედ.
  • გაიმეორეთ 6 თვის შემდეგ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

frenis kompensacia
frenis kompensacia