სახლის ნამდვილი ექიმი – ეგვიპტელებმა ამ მცენარეს “უკვდავების მცენარე” უწოდეს!

844

სახლის ნამდვილი ექიმი – ეგვიპტელებმა ამ მცენარეს “უკვდავების მცენარე” უწოდეს!

ალოე მხოლოდ სამკურნალო საშუალება როდია. ალოეს სამკურნალო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი და თამამად შეიძლება ითქვას, ამით მას ბევრი მცენარე ვერ შეედრება.

არ არსებობს ორგანოთა სისტემა, მის ერთ დაავადებას მაინც რომ არ შველოდეს ეს დალოცვილი. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ალოეს სამკურნალო თვისებებთან ერთად კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ალოე ვერას  2 მთავარი ღირსება:

  •  ის განკუთვნილია ყველა კანის ტიპისთვის.
  •  შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახისთვის ასევე ტანისთვის.

რადგან ალოე ნატურალური პროდუქტია მას აქვს უნიკალური დამატენიანებელი თვისება რომელიც ახასიათებს ამ მცენარეს, ალოეს გელი გამოიყენება ყოველდღიურად, კანისთვის ტენის შესანარჩუნების მიზნით.

მას ასევე აქვს შეხორცების შესანიშნავი თვისება რაც გამოწვეულია მისი უნიკალური შემცველობით. ასევე ის აწყნარებს გაღიზიანებულ კანს, რადგან ალოე ვერა არის ბუნებრივი ანტისეპტიკი.

აცხრობს კანის ანთებებს, ასევე სწრაფად აღადგენს ქარისგან და მცხუნვარე მზის სხივებით დაზიანებულ კანს.

ალოე ვერა ძალიან კარგად მოქმედებს კანის ნივთიერებათა ცვლის პროცესის აღდგენასა და შენარჩუნებაზე.

ის აძლიერებს კანის ზედაპირის (ეპიდერმისი) რეგენერაციის პროცესს, რის შედეგადაც სწრაფად ხდება კანის ზედაპირზე დაზიანებული უჯრედების აღდგენა.

ასევე მასში არსებული ვიტამინები და ამინომჟავები საუკეთესო საკვებია კანის უჯრედებისთვის.

ალოეს გელი ეხმარება ქარში გამომშრალ კანს წყლის ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებაში. რაც მთავარია როგორც ნორმალურს ისე ცხიმიან კანს უნარჩუნებს ჰიდრო-ლიპიდური ბალანსს.

  1. უნიკალური დამატენიანებელია.
  2. გააჩნია შეხორცების უნიკალური თვისება.
  3. აწყნარებს გაღიზიანებულ კანს.
  4. აცხრობს ანთებებს.
  5. ასტიმულირებს კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესს.
  6. არბილებს გაუხეშებულ კანს და უბრუნებს ელასტიურობას.

განსაკუთრებით ეფექტურია მისი ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი. შუახნის ქალი გახლავართ და თავადაც გამომიცდია პირველი ნაოჭების თანმხლები სევდა.

მინდა, სწორედ ამ სევდისგან ვიხსნა ჩემი თანატოლები. გთავაზობთ ალოეს სასწაულმოქმედ ნიღაბს.

3 წლის ალოეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაუმატეთ 5-ჯერ მეტი წყალი, გააჩერეთ 1 საათით.

შემდეგ 2-3 წუთით წამოადუღეთ, გაწურეთ და გაიკეთეთ საფენები მთელ სახეზე, განსაკუთრებით კი იმ ადგილებზე, სადაც ნაოჭები ყველაზე ხშირად ჩნდება.

Facebook კომენტარები