ყველაზე ეფექტური, ხელმისაწვდომი და ბუნებრივი საშუალება ჩირქოვანი ინფექციების, ღვიძლის, ნაღველისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ!!

500

ყველაზე ეფექტური, ხელმისაწვდომი და ბუნებრივი საშუალება ჩირქოვანი ინფექციების, ღვიძლის, ნაღველისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ!!

სამკურნალოდ გამოიყენება აბზინდის  ღეროები, ყვავილები და ფესვებიც კი. საუკეთესო ეფექტი აქვს ნედლ აბზინდას, მაგრამ არანაკლებ სასარგებლოა ხმელიც. გრილსა და ბნელ ადგილას ის ორი წლის განმავლობაში შეგვიძლია შევინახოთ.

აბზინდის პრეპარატები აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების ფუნქციას, აუმჯობესებენ მადასა და საკვების მონელებას; ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას და ნაღვლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის გამოყოფას.

აბზინდას იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევის, მაღალი მჟავიანობის, მუცლის ტკივილის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ანემიის დროს.

აბზინდის ნაყენი ან ფხვნილი აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას, აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან.

აბზინდის წვენი ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას. აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, კარგია სისხლჩაქცევებისა და დაჭიმულობისგან გასათავისუფლებლად, ასევე ხსნის დაძაბულობას. გამოიყენება დამწვრობის, ეგზემის, რევმატიზმისა და ასთმის სამკურნალოდ. თვალის ანთების სამკურნალოდ და მაშინაც, როცა სისხლჩაქცევები და რევმატიზმები გაწუხებთ. კარგია მისი ლოსიონები და კომპრესები.

აბზინდას აქვს სხვადასხვა დაავადებების შედეგად დასუსტებული და დანგრეული ორგანიზმის აღდგენის უნარი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ხელმისაწვდომი და ბუნებრივი საშუალება ჩირქოვანი ინფექციების, წვრილი ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველისა და კანის დაავადებების, ალერგიის, ჭინჭრის ციების, ეგზემის, ფსორიაზისა და ასე შემდეგ, სამკურნალოდ.

თქვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო იქნება აბზინდის ნაყენის აბაზანები, რაც ასე მზადდება:

  • ერთ ჩაის კოვზ ბალახს დაასხით
  • ერთი ჭიქა მდუღარე წყალი,
  • დატოვეთ ათი წუთი
  • და შემდეგ დაამატეთ აბაზანის წყალს.

აბზინდის ნახარშს და ნაყენს იყენებენ გამოჯანმრთელების პერიოდში.

აბზინდა ტკივილგამაყუჩებელია ძარღვების დაჭიმვის, ამოვარდნილობის, მსხვილი ნაწლავის სპაზმისა და ანთების დროს. მის ნაყენს იყენებენ კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, ხოლო მის წვენს – ბრონქიალური ასთმის, ეგზემის, რევმატიზმის, ნაღველკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, ასევე უძილობისას. ნიკრისის ქარისა და რევმატიზმების დროს იკეთებენ აბაზანებს.

აბზინდის ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ:

  • ორი სუფრის კოვზი გამხმარი ბალახი,
  • მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში,
  • დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი,
  • დაახურეთ თავზე და
  • მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში.

ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ გააჩერეთ 45 წუთი, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ და მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (1 ჩაის ჭიქა). შეინახეთ გრილ ადგილას არა უმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia