ამ ბუნებრივი და ჯანსაღი სამკურნალო საშუალების დახმარებით მაღალი წნევა აღარასდროს შეგაწუხებთ!! 

1268

ამ ბუნებრივი და ჯანსაღი სამკურნალო საშუალების დახმარებით მაღალი წნევა აღარასდროს შეგაწუხებთ!! 

ჰიპერტონიკი გახლავართ, წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე, ვიტარებ სერიოზულ და კვალიფიციურ მკურნალობას, მკურნალობის შემდეგ რამდენიმე ხანს შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შემდეგ ისევ მაღალი არტერიული წნევის დასაქვეითებელი პრეპარატების ინტენსიური მიღება მიწევს.

ქრონიკული ჰეპატიტიც მაქვს, ამიტომ ქიმიური პრეპარატების ხანგრძლივ და, მით უფრო, მუდმივ მიღებას ვერიდები. ერთ-ერთი ვიზიტისას მკურნალმა ექიმმა მითხრა, შეგიძლია, მკურნალობის შემდეგ შედეგის გასამყარებლად შინაური საშუალებები იხმაროო და მირჩია, წნევის მომატების საწინააღმდეგო კოქტეილი მეცადა, რომელიც ასე მზადდება:

  •  აიღეთ 2 ჭიქა ჭარხლის წვენი,
  • 250 გრამი თაფლი,
  • 1 ცალი ლიმონი,
  • 1 ჭიქა არაყი,
  • აურიეთ ერთმანეთში და
  • მინის ქილით შეინახეთ მაცივარში.
  • მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ,
  • ჭამამდე 1 საათით ადრე.

კოქტეილის მიღებიდან 3 საათის შემდეგ აუცილებელია წნევის გაზომვა, რათა კოქტეილმა მაჩვენებელი ნორმაზე დაბლა არ დასწიოს. როცა კოქტეილის მეშვეობით წნევა მართლაც დამირეგულირდა, გავთამამდი და ნაცნობ-მეგობრების მიერ ამ ხნის განმავლობაში ნასწავლები სხვა საშუალებებიც ვცადე. მათი წყალობით წნევის წამლებს იშვიათადღა ვსვამ.

ყველა ჰიპერტონიკს ვურჩევ, გამოსცადოს ეს საშუალებები:

  • აიღეთ რამდენიმე კარტოფილი,
  • გაფცქვენით და
  • ისე მოხარშეთ, რომ არ ჩაიშალოს,
  • შემდეგ გადაწურეთ და
  • ყოველდღიურად სვით 1-2 ჩაის ჭიქა ნახარში.

წნევა 1 კვირაში მოგიწესრიგდებათ.

  • 1 კგ ხახვი გამოწურეთ,
  • წვენში აურიეთ 500 გრამი თაფლი
  • და 25 ცალი დაფქული კაკლის უღელი,
  • დაასხით 0,5 ლ არაყი
  • და 10 დღეს გააჩერეთ.
  • მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში.

ეს რეცეპტიც ეფექტურია

  • 12 მოზრდილი თავი ნიორი გაარჩიეთ
  • და დაასხით 250 მლ არაყი,
  • გააჩერეთ 12 დღე.
  • მიიღეთ 20 წვეთი დღეში 3-ჯერ,
  • ჭამამდე 15 წუთით ადრე.
  • მკურნალობის კურსი 3 კვირაა.

შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად ვსვამ შავბალახას ნაყენს:

ერთ სუფრის კოვზ მშრალ შავბალახას ვასხამ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს, ნახევარი საათით ვაყენებ და ვიღებ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სუფრის კოვზით დღეში სამჯერ. ეს დოზა პრაქტიკულად ჰომეოპათიურია და არავითარ გართულებას არ იწვევს, მაგრამ არაჩვეულებრივად აწესრიგებს არტერიულ წნევას. ამასთანავე, აჯანსაღებს ნერვულ სისტემას, ამაგრებს ფსიქიკას.

ჰიპერტონიით დაავადებულებს ვურჩევ, აუცილებლად მოსინჯონ მკურნალობის ეს მეთოდი. მე მისი წყალობით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბოლო ხანს წნევა 150-ზე ზემოთ ერთხელაც არ ამწევია, რაც ჩემი ასაკისთვის — 57 წლის გახლავართ — თითქმის დაუჯერებელია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

frenis kompensacia
frenis kompensacia