მე ვიპოვე რეცეპტი, რომელიც ფარმაცევტებს არ სურთ, რომ ვიცოდეთ! თირკმელში კენჭები შეგიძლიათ მოიშოროთ 10 დღეში!!!

2830

მე ვიპოვე რეცეპტი, რომელიც ფარმაცევტებს არ სურთ, რომ ვიცოდეთ! თირკმელში კენჭები შეგიძლიათ მოიშოროთ 10 დღეში!!!

პათოგენური ბუნების ბიომინერალებს ხალხში ქვებს ან კენჭებს უწოდებენ. სადღეისოდ ცნობილია 80-მდე ასეთი ბიომინერალი. ბიომინერალები ცოცხალ ორგანიზმში მობინადრე მინერალებია. მათ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ადამიანის ძვლები და კბილები.

ზოგიერთი მინერალი მეტად სასარგებლოა — მათ გარეშე წარმოუდგენელია სასიცოცხლო მნიშვნელობის ფიზიოლოგიურ პროცესთა ნორმალური მიმდინარეობა, ზოგზე კი იმავეს ვერ ვიტყვით, განსაკუთრებით ისეთებზე, რომლებიც ცვლიან ორგანიზმში ბიოქიმიურ პროცესთა მიმდინარეობას, სპექტრსა და არეალს, ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშ, პათოგენური ბუნების ახალწარმონაქმნებად ყალიბდებიან და მძიმე დაავადებებს უდებენ სათავეს.

რა აჩენს კენჭებს?

კენჭების წარმოშობის მთავარი მიზეზი ორგანიზმის თანდაყოლილი, გენეტიკური თავისებურებაა, როდესაც ადამიანი ნივთიერებათა ცვლის გარკვეული დარღვევით ან ამ დარღვევისადმი მემკვიდრეობითი განწყობით იბადება. სწორედ მემკვიდრეობის წყალობითაა ორგანიზმი მიდრეკილი უხსნადი მარილების წარმოქმნისკენ, რომელთაგანაც შემდეგ კენჭები და ქვები ყალიბდება.

მაგრამ თანდაყოლილი განწყობის მქონე პირებსაც კი კენჭოვანი დაავადება ყოველთვის როდი უვითარდებათ — პათოლოგიური პროცესის გამშვები რგოლის ასამუშავებლად ხელშემწყობი ფაქტორების არსებობაა საჭირო.

ესენია: სომატური ფაქტორი ორგანიზმში მოშლილია ნივთიერებათა ცვლა და ზოგიერთი ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქცია, განსაკუთრებით ისეთებისა, რომლებსაც წყალმარილოვანი ცვლის რეგული- რება აკისრია.

თირკმლის ექოსკოპიამ და ანალიზებმა აჩვენა, რომ ჩემს მეუღლეს თირკმელებში ოქსალატური კენჭები ჰქონდა. ექიმმა უთხრა, ეს ორგანიზმში მჟაუნმჟავას კალციუმიანი მარილების ჭარბად დაგროვების შედეგიაო.

დაუნიშნა დიეტა, რაციონიდან ამ მჟავის უხვად შემცველი მჟაუნას, ბარდის ამოღება, ხოლო ორგანიზმიდან მჟაუნმჟავას მარილების გამოსადევნად — ვაშლის, კომშის, მსხლის, ყურძნის შეტანა.

მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დავიწყეთ ოქსალატური მარილების გამოსადევნი მცენარეული საშუალებების ძებნა. მეუღლეს ვასმევდი კამის, პიტნის, ბირკავას ნაყენს — ამ მცენარეს

ნაყენი აგლუვებს ოქსალატური კენჭების კონტურებს, ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს კენჭების უმტკივნეულოდ გამოსვლას. განსაკუთრებით ეფექტიანი გამოდგა ბრტყელეკალა. ეს მცენარე ძალიან ძლიერი შარდმდენი ყოფილა.

რეცეპტი:

  • 1 ს/კ გამხმარ ბრტყელეკალას
  • დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი,
  • დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით,
  • გადმოდგით,
  • შეაგრილეთ,
  • გადაწურეთ და
  • სვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ჩემს მეუღლეს საკმაოდ დიდი ზომის კენჭები ჰქონდა და რამდენიმე პატარაც. პატარები გაქრა, ხოლო დიდები — მნიშვნელოვნად დაპატარავდა. ტკივილი, რომელიც გამუდმებით აწუხებდა, საერთოდ მოეხსნა.

ბრტყელეკალას კიდევ ერთი მიზეზის გამო ვემადლიერები: მისი ნაყენი უებარი საშუალება ყოფილა გაციების დროს.

შველის ხველას, ყელის ტკივილს, სიცხეს:

  • 4ს/კ ბრტყელეკალას ყვავილს
  • უნდა დაასხათ 300 მლ წყალი
  • და დააყაროთ 4 ს/კ შაქარი,
  • დადგით ცეცხლზე და ადუღეთ,
  • ვიდრე წყლის ნახევარი აორთქლდება.
  • ნახარში გადაწურეთ და
  • შეინახეთ გრილ ადგილას.

უნდა მიიღოთ 1 ჩ/კ 4-6-ჯერ დღეში გაციების დროს. მერწმუნეთ, ყველა წამალს სჯობს. გახსოვდეთ: წნევიანებისთვის ბრტყელეკალას ნაყენის მიღება არ შეიძლება.

frenis kompensacia
frenis kompensacia